“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეულ ადასტურებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიური კლუბი 1-2 ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს.
“რა თქმა უნდა, 3 თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ხმაურიანი ტრანსფერები ყოველწლიურად ხორციელდება და 1-2 ასეთს აუცილებლად ვიხილავთ.
სერხიო აგუერო ცალსახად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია, მაისურების გაყიდვით, კლუბს დიდი მოგება მოუტანოს. თუმცა, ის, დღეს, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია.” – აცხადებს ბართომეუ.