“ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. პიკემ ახალ კონტრაქტს ხელი მოაწერა კლუბის ოფისში, სადაც, ასევე, იმყოფებოდნენ მისი აგენტი, პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართომეუ, ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.
“იმის ცოდნა, რომ მე შემიძლია კარიერის “ბარსელონაში” დასრულება, დიდი სტიმულია ჩემთვის. იმედი მაქვს, მომავალში არანაკლებ წარმატებას მივაღწევთ, ვიდრე წარსულში.” – აცხადებს პიკე.
პიკემ, ასევე, ისაუბრა ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს შესახებ: “მე ძალიან აღელვებული ვარ. მან თავის პრესკონფერენციაზე აჩვენა, რომ აქვს ძალიან კარგი იდეები. ის კარგად იცნობს ამ ადგილს და ვფიქრობ, ბევრს გააკეთებს ჩვენთვის… მოუთვენლად ველი მისი ხელმძღვანელობით მუშაობას.”
ბოლოს, პიკემ თქვა, რომ “ბარსელონა” უნდა იყოს მაღალ დონეზე, მოიგოს ტიტულები და შეიგრძნოს მნიშვნელობა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთის ელიტას შორის. ჩვენ გვყვავს გუნდი და მწვრთნელი. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ დავბურნდეთ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ გვეკუთნის.”
ბართომეუმ დასძინა, რომ “ძალიან მნიშვნელოვანია ჟერარ პიკეს შენარჩუნება “ბარსელონაში”. ის საუკეთესო ცენტრალური მცველია მსოფლიოში… ის არის ახალი პროექტის მთავარი ნაწილი, აქ, “ბარსელონაში”. ამავდროულად, სუბისარეტამ თქვა, რომ “პიკეს კონტრაქტის გახანგრძლივება, ჩვენი მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველის, ადასტურებს ნდობას მხარეებს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ჩვენი პროექტის გაგრძელებასა და გაუმჯობესებაში.”