ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ, ესპანეთის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის, წარმატებები უსურვა კატალონიური გრანდის ბრაზილიელ თავდამსხმელს, ნეიმარს.
შეგახსენებთ, რომ ტიტულის ბედი აღნიშნულ შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც გაიმართება 17 მაისს, 20:00 საათზე, ბარსელონაში, “კამპ ნოუზე”.
“მე არა მხოლოდ ის მინდა, რომ ნეიმარმა ითამაშოს – მინდა, რომ “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდეს. ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება მას თავდაჯერებულობას, ბრძოლისუნარიანობასა და ნდობას შემატებს. გარდა ამისა, თუ ნეიმარი მოედანზე გავა, მაშინ ის ეროვნულ ნაკრებში უფრო მომზადებული დაბრუნდება.” – განაცხადა სკოლარიმ.