გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელი, ლეონელ მესი დავიდ ვილასთან ერთად, კატალონიის ავტოდრომზე იმყოფებოდა, სადაც პატარა კომენტარი გააკეთა მომდევნო მატჩზე.
“გაგვიჭირდება”
მესი დარწმუნებულია:
-“კვირას ძალიან გაგვიჭირდება და “ვალიოდოლიდი” ბევრ უსიამოვნო მომენტის შექმნის. მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ აქამდე და უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმაღა დაგვრჩენია. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ პრიმერაში, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება, უფრო მეტად ვიდრე ზოგიერთებს გონია. ჩვენ ძალიან გვსურს “კამპ ნოუზე” გაჩემპიონება. იმისთვის რათა მოვიპოვოთ მორიგი ტიტული და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი ყველაფერს ვიზავთ.”
მალე მუნდიალია
ასევე მესი მსოფლიო ჩემპიონტსაც შეეხო.
-“არგენტინის ნაკრები ფავორიტი არ არის. ახლა არგენტინაში ყველა სხვა რამეზე საუბრობს, მაგრამ როგორც კი დაიწყება ჩემპიონატი ყველანი ფეხბურთზე გადაერთვება და ეს მე ძალიან მახარებს” დაასრულა კატალონიური “ბარსელონას” ფეხბურთელმა.
წყარო:www.Barca.ru