გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს “კამპ ნოუზე” გამართული გუშინდელი მატჩიდან, რომელშიც “ბარსელონამ” “ატლეტიკ ბილბაო” 2-1 დაამარცხა:
- “ბლაუგრანამ” “ატლეტიკი” “კამპ ნოუზე” ბოლო 10 ვიზიტის დროს ყველაში დაამარცხა.
- “ბილბაომ” ბოლოჯერ ქულა “კამპ ნოუდან” 2003/04 სეზონში წაიღო (1-1). ბასკებს “ბარსელონას” მშობლიურ სტადიონზე გამარჯვება არ აქვთ მოპოვებული 2001/02 სეზონის შემდეგ (1-2).
- პედრომ პირველად გაიტანა 7 თამაშში. მან ბოლო გოლი “ოსასუნასთან” (7-0) გაიტანა.
- ეს იყო პედროს 50-ე თამაში ამ სეზონში. მან 19 გოლი გაიტანა, 15 ლა ლიგაში.
- “ბარსელონამ” კარისკენ 17-ჯერ დაარტყა (9 ბურთი კარის ჩარჩოში წავიდა), ხოლო “ბილბაომ” 10-ჯერ (3 ბურთი კარის ჩარჩოში წავიდა).
- “ბარსამ” 561 პასი გააკეთა, “ბილბაომ” – 431.
- კრისტიან ტელიომ პირველად ითამაშა 16 მარტის შემდეგ, ერთი თვის წინ.
- ლეო მესიმ ახლა უკვე ზედიზედ 20 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. ამ მხირვ, მეორე ადგილზე იმყოფება მასკერანო, ზედიზედ 13 დაწყებული მატჩით სასტარტო შემადგენლობაში.
- ალვესი ახლა მეორე უცხოელია “ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით (293). მან უკან ჩამოიტოვა კოკუ (292). დანიზე უკეთესი შედეგი აქვს ლიონელ მესის (421).
- “ბილბაოს” წინააღმდეგ მატჩი ამ სეზონში იყო პირველი, რომელშიც გუნდის საბოლოო განაცხადში მოხვდა სერხი გომესი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას არ უთამაშია.