დღეს “სანტ ჟოან დესპიზე” “ბარსელონას” პირველმა გუნდმა ივარჯიშა. სავარჯიშო სესია შედარებით ადრე დაიწყო, რათა ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ენახათ. როგორც ცნობილი გახდა, გუნდი “მადრიდის ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო 25-მა ფეხბურთელმა, მათ შორის კი იყო ალბა, რომელიც დღეს 25 წლის გახდა.
კარლეს პუიოლმა სპეციფიკური სამუშაოები შეასრულა, ხოლო დოს სანტოსისა და კუენკას აღდგენითი პროცესი გრძელდება.
პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს ახალგაზრდებმა (ბაგნაკი, პალენსია, კუინტილა, ხუან ანტონიო, ფრანი, ჰუერტასი, კორედერა, მოჰა, პედრო და ებველე).
ხვალ 11 საათზე გუნდი ‘ელ კლასიკომდე’ ბოლოჯერ ივარჯიშებს, შემდეგ კი ტატა მარტინოს პრესკონფერენცია გაიმართება.
იხილეთ ვარჯიშის სურათები.



