კატალონიის “ბარსელონა” არგენტინელი მცველის, ხავიერ მასკერანოს შენარჩუნებას აპირებს, იტყობინება Mundo Deportivo.
მანამდე გავრცელდა ინფრომაცია, რომ ფეხბურთელი კლუბიდან წასვლაზე სეზონის ბოლოს ფიქრობს. მისი მთავარი პრეტენდენტი “ნაპოლია”, რომლის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი არგენტინელთან ერთად უკვე მუშაობდა “ლივერპულში”.
მასკერანოს მიმდინარე კონტრაქტი 2016 წელს იწურება, “ბარსა” კი მის გახანგრძლივებას კიდევ 2 წლით აპირებს.