ინგლისური “მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო მოედანზე დაბრუნებას უახლოეს მომავალში შეძლებს, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
25 წლის თავდამსხმელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამდენად, არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მეორე მატჩში კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ მონაწილეობის მიღებას შეძლებს. მატჩი გაიმართება 12 მარტს.
შეგახსენებთ, რომ აგუერომ ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ მიიღო და მან გამოტოვა კატალონიელების წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩი.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში აგუერომ 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.