ზაგრების “დინამოს” ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი უახლოეს მომავალში კატალონიის “ბარსელონაში” გადავა, იტყობინება ხორვატიული პრესა.
“ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ითამაშონ და განვითარდნენ აქ. ჰალილოვიჩი არის ყველაზე ნიჭიერი ჩვენი ახალგზარდა ფეხბურთელებიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ალენი პრობლემების გარეშე ითამაშებს “ბარსელონას” მეორე გუნდში,” – განაცხადა ზაგრების “დინამოს” პრეზიდენტმა მირკო ბარიშიჩმა.
17 წლის ჰალილოვიჩი ზაგრების “დინამოში” 2012 წლიდან გამოდის, ჩაატარა 44 მატჩი და გაიტანა 2 გოლი. ხორვატიის ერვნულ ნაკრებში მან 3 მატჩი ითამაშა. ჰალილოვიჩის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.