“რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, გუტიმ “ბარსა” – “სიტის” მატჩის შემდეგ, ტვიტერის მეშვეობით, კომენტარი გააკეთა.
“ვულოცავ “ბარსელონას” მორიგ ქურდობას.” – დაწერა ესპანელმა.
კატალონიელთა გულშემატკივრების შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს, გუტიმ უპასუხა: “მადლობა თქვენი ლამაზი კომენტარებისათვის, კარგია, რომ ესპანეთში თავისუფლად შეიძლება აზრის გამოთქვა, ყველანაირი შეურაცხყოფის გარეშე.”


