workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: სონგი პრემიერლიგაში დაბრუნდება

Marca: სონგი პრემიერლიგაში დაბრუნდება

ესპანურ სპორტულ გამოცემას, Marca-ს თუ დავუჯერებთ, “ბარსელონას” კამერუნელი ნახევარმცველი ალექს სონგი, სეზონის ბოლოს, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდება.

სონგი, რომელიც წლების განმავლობაში “არსენალის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, “ბარსელონაში” 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. თავის პირველ სეზონში, ლა ლიგაში, მან 20 თამაში ჩაატარა, აქედან 17 ძირითადში. პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 11-ჯერ გამოჩნდა, აქედან 3-ჯერ შეცვლაზე შევიდა.

მადრიდელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სონგი შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მისი გაშვების წინააღმდეგი არც “ბარსელონაა”. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისში მოიძებნება რამდენიმე გუნდი, რომელიც მზადაა სონგის სანაცვლოდ კატალონიელებს გარკვეული თანხა გადაუხადოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward