კატალონიის “ბარსელონას” 38 წლის ვეტერანი ესპანელი მეკარე, ხოსე მანუელ პინტო, შესაძლოა “ბარსელონაში” ორი მეკარის ყიდვის შემთხვევაშიც დარჩეს. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებისთანავე, კლუბს 32 წლის ესპანელი, ვიქტორ ვალდესი დატოვებს. “ბარსელონა” კი დიდი ალბათობით გერმანელ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გაიფორმებს.
“ბარსელონა” აქამდეც ცდილობდა პინტოს შემცვლელის შეძენას, კატალონიელებს გეგმაში “ნაპოლის” ესპანელი კარის დარაჯის, ხოსე რეინას შეძენაც ჰქონდათ, მაგრამ “ბარსელონამ” საბოლოოდ უარი თქვა მის შეძენაზე.
აქვე გეტყვით, რომ პინტომ, რომელიც “ბარსელონაში” 2008 წლიდან გამოდის, კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 77 შეხვედრა აქვს ჩატარებული.