“მანჩესტერ სიტის” ლიდერი სერხიო აგუერო “ბარსელონასთან” გასამართ პირველ თამაშს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას ინგლისური პრესა ავრცელებს.
აგუერომ ტრავმა “ტოტენჰემთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. დღეს ცნობილი გახდა, რომ არგენტინელ ფეხბურთელს დაახლოებით 1 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 18 თებერვალს, “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.