workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენის ფასი ცნობილია

ტერ შტეგენის ფასი ცნობილია

კატალონიის “ბარსელონამ” და “მიოხენგლადბახის ბორუსიამ” მიაღწიეს შეთანხმებას და ტერ შტეგენი “ბლაუგრანას” ფორმას მოირგებს. 

სავარაუდოდ გერმანელი გოლკიპერი კატალონიაში ზაფხულში გადმოვა, როდესაც ვიქტორ ვალდესი კლუბს ოფიციალურად დატოვებს. ასევე ცნობილია მისი სატრანსფერო თანხაც. 12 მილიონ ევროდ “ბარსელონა” ტერ შტეგენის კონტრაქტს სრულად გამოისყიდის. 

12 მილიონი ბევრად ნაკლები თანხაა ვიდრე ამას კლუბის მესვეურები მოელოდნენ, ამიტომ პეპე რეინას შეძენა კლუბისთვის ისევ პრიორიტეტი ხდება, რადგან როგორც ესპანური პრესა იტყობინება ხოსე მანუელ პინტო ასევე აპირებს კლუბის დატოვებას. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward