workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ვაგრძელებთ Crackovia–ს სერიების დადებას. თქვენ უკვე იხილეთ სამი მათგანი და დანაპირების თანახმად ყოველდღე იგივე რაოდენობის ვიდეოებს შემოგთავაზებთ (ვისაც არ უნახავს პირველი ნაწილი, შეუძლია ნახოს აქ ). ახლა კი დავიწყეთ.

ამ სერიაში შეკითხვებს უსვამენ კარლეს პუიოლს და მის ორეულს (ანუ მსახიობს, რომელიც Crackovia–ში კარლესის როლს ასრულებს.

ჟურნალისტი: რა არის ყველაზე კარგი, როდესაც “ბარსაში” თამაშობ?

პუიოლის ორეული: ფული.

პუიოლი: ოცნების ასრულება.

პუიოლის ორეული: კი აბა რა. ოცნების ახდენაა როცა შენი ხელფასი ექვსი ნულით ბოლოვდება.

ჟურნალისტი: სიმღერა, რომელიც მოტივაციას გაძლევთ.

პუიოლი: “Te esperare” (დაგელოდები) (შუარმას შესრულებით).

პუიოლის ორეული: მე კი შაურმა მიყვარს ძალიან.

ჟურნალისტი: რაზე ლაპარაკობთ “ბარსას” გამოსაცვლელ ოთახში?

პუიოლი: ჩვენ ყველაფერზე ვლაპარაკობთ. გააჩნია რა დღეა. მოკლედ, განვიხილავთ დღის მთავარ ამბებს.

პუიოლის ორეული: ხო აბა რა. გაზეთებს ვკითხულობთ და ახალ ამბებს განვიხილავთ… რა თქმა უნდა ვლაპარაკობთ ქალებზე და ფეხბურთზე, როგორც ყველა ადამიანი.

ჟურნალისტი: როგორ ეძახით კეიტას?

პუიოლი: კეიტე

პუიოლის ორეული: კი, მაგრამ უფრო ენერგიულად უნდა თქვა, აი ასე: კეიტეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე.

ჟურნალისტი: მოგწონთ თქვენი Crackovia–ს გმირი?

პუიოლი: დიახ, ძალიან. მაგრამ მარტო ის კი არა, ვფიქრობ მთლიანად ეს პროგრამა ძალიან კარგია.

პუიოლის ორეული: ხო, და მე ვიცი როგორ გავაჯავრო Crackovia–ს ყველა გმირი: ჩვენ არ შეგვიძლია ამის უფლება მივცეთ (ნუნესი); პიმ–პამ, პიმ–პამ, პიმ–პამ (გუტი); სიმართლე ისაა, რომ… (ინიესტა). ერთადერთი გმირი, რომელსაც წესივრად ვერ ვაჯავრებ, არის კრუიფი: რა გჭირს სარლიო?

ჟურნალისტი: თქვენი საყვარელი ცენზურა.

პუიოლის ორეული: რავიცი აბა. დებილი, იდიოტი, დაწყევლილი, უტვინო, ბოზი.

პუიოლი: ახლა ბავშვებიც უყურებენ ამას. ამიტომ ცენზურის დარღვევა არ ღირს.

პუიოლის ორეული: მართალი ხარ შეჩემა, ბოდიში.

ჟურნალისტი: დაასრულეთ ფრაზა: იყო ცნობილი ნიშნავს…

პუიოლი: ნამდვილ ბოზობას.

პუიოლის ორეული: კი მაგრამ ეხლა არ თქვი, რომ ბავშვები უყურებენ ამას და არ ღირს ცენზურის დარღვევაო?!… ბოზი პუიოლი.

ჟურნალისტი: შენი საყვარელი სასმელი.

პუიოლის ორეული: არ ვიცი. ალბათ სასმელი, რომელშიც ერთმანეთშია არეული…

პუიოლი: წყალი.

პუიოლის ორეული: ხო, წყალი. სასმელი, რომელშიც ერთმანეთშია არეული წყალი.

ჟურნალისტი: რომელ “ბარსას” ფეხბურთელთან ხართ ყველაზე კარგად?

პუიოლი: პიკესთან და ინიესტასთან.

პუიოლის ორეული: უფრო ინიესტასთან… გადაღებაზე ვარ, გადი იქით ინიესტა, თორემ შენთვის დარტყმა მომიწევს… ერთმანეთთან ძალიან კარგად ვართ.

ჟურნალისტი: რომელ “ბარსას” ფეხბურთელს უგებთ ყველაზე ძნელად?

პუიოლი: ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს კეკა (ცხვარი) აღარ მემორჩილება.

პუიოლის ორეული: კეკა! ჩამოდი! ჩამოდი მალე დივანიდან!

ჟურნალისტი: თუ ბერნაბეუზე კიდევ გაიტანთ, როგორ აღნიშნავთ ამ გოლს?

პუიოლის ორეული: თუ გავიტანე აი ამ მაისურს გაჩვენებთ (მაისურზე წერია: გადარეული ბოზი).

პუიოლი: არ ვიცი… საქმე ისაა, რომ აღნიშვნებზე ნაკლებად ვფიქრობ და თან გოლებიც იშვიათად გამაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება თუ კიდევ ერთხელ გავიტან ბერნაბეუზე.

პუიოლის ორეული: და როცა გავიტან, გაჩვენებთ ამ მაისურს. 

ახლა კი გთავაზობთ სერიას, სადაც ხერარდ პიკეს და მის ორეულს უსვამენ შეკითხვებს.

ჟურნალისტი: როდესაც ხარ ცნობილი, ყველაზე ცუდი არის…

პიკე: ის, რომ ქუჩებში სეირნობისას გცნობენ. ხალხი ითხოვს შენს ავტოგრაფს და სურათს, როდესაც საუზმობ ან ვახშმობ რესტორანში.

პიკეს ორეული: არა, ნუღა მიღებთ სურათებს, ძალიან გთხოვთ. ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

ჟურნალისტი: რა დაუძახიათ თქვენთვის ყველაზე ცუდი მოედანზე ყოფნისას?

პიკე: შენი დედა მ…..ნ. სულ რამდენიმე მატჩის წინ გაჟღერდა ეს ფრაზა ჩემს მიმართ. არ მინდა დავასაბუთო სად მოხდა ეს შემთხვევა და როდის, თუმცა სხვა სტადიონებზე უფრო პატივს გვცემენ ვიდრე იქ. 

პიკეს ორეული: ხო და კიდევ მახსოვს ერთმა დამიძახა: “შე მახინჯო”. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. (ტირის)… ამოჭერით, ამოჭერით.

ჟურნალისტი: რას ფიქრობდით მაშინ, როცა ბერნაბეუზე მეექვსე გოლი გაიტანეთ?

პიკე: ამმ… არ მახსოვს. შემდეგ ტელევიზიის მეშვეოებით ვიხილე გატანილი გოლი, ისე კი არაფერი მახსოვს. ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ გონება დამიბნელდა და ის მომენტი საერთოდ დამავიწყდა.

პიკეს ორეული: (ფიქრობს): მიიღეთ თუ არა?! მეექვსე გოლი გავიტანე! Fuck you მადრიდისტებო! ეს თქვენ დაიმსახურეთ! Fuck off!… დიახ მართალია, არაფერი მახსოვს.

ჟურნალისტი: ვინ არის გუნდის ხუმარა?

პიკე: დანი ალვესი, პინტო ზლატანი… თითოეულ მათგანს თავისი სტილის ხუმრობები აქვთ. პინტოს ანეგდოტების მოყოლა უყვარს. ზლატანი მაშინ მოგეპარება როცა არ ელი და თავში ხელს წამოგარტყამს. 

პიკეს ორეული: ააა, ააა, ძალიან სასაცილოა, ზლატან. ნამდვილი ხუმარაა. შვედური იუმორი მაინც სხვაა.

ჟურნალისტი: რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევდით საზოგადოებას?

პიკე: ჩემი წიგნის: Viatge d’anada i tornada. ჩემს მშობლებს ეს ისტორია ძალიან მოსწონდათ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე წიგნად გამოშვება. აქ არაფერ შუაშია პოპულარობის მოპოვება. ვიმედოვნებ ისევე დატკბებით კითხვით, როგორც მე წერით.

პიკეს ორეული: ხო და კიდევ ძალიან მიყვარს Crackovia–ს წიგნი.

ჟურნალისტი: ცრუ მორწმუნე ხართ?

პიკე: არა. ჩემი ერთადერთი “მანიაა” მოედანზე მარჯვენა ფეხით შესვლა, თუმცა ასეთი რაღაცეების არ მჯერა.

პიკეს ორეული: ფუ შენი. წინა შაბათს მოედანზე მარცხენა ფეხით შევედი. რა იდიოტი ვარ.

ჟურნალისტი: რომელი უფრო რთულია, წერა თუ ფეხბურთის თამაში?

პიკე: წერა. თანაც ბევრად რთული. ფეხბურთის თამაში თანდაყოლილია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა, მე ხომ პატარობიდანვე ამ სპორტს მივდევ. მოედანზე თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ. თითოეული ხაზის დაწერაში კი სისხლის ოფლი მდიოდა. ერთი თავის დაწერას ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა, რადგან დაფიქრება და ორაზროვნებაა საჭირო. 

პიკეს ორეული: მაინტერესებდა რამდენად რთული იყო ფეხბურთის თამაშისას წერა. მე ეს ვცადე და აი შედეგიც. 

ახლა კი მესის სიზმარი.

მესი: დროგბა…ანელკა… სად ვარ? საშინელი სიზმარი დამესიზმრა. ვითომ “ჩელსისთან” წავაგეთ და “რეალი” ლა ლიგაში მხოლოდ 4 ქულით ჩამოგვრჩებოდა… მისტერ?

გვარდიოლა: რა არის?

მესი: დღეს რა დღეა?

გვარდიოლა: დღეს ორშაბათია.

მესი: “ჩელსისთან” ჯერ არ გვითამაშია ხომ?

გვარდიოლა: არა, ხვალ ვთამაშობთ.

მესი: და მადრიდი? რადმენი ქულით ჩამოგვრჩებიან ლა ლიგაში?

გვარდიოლა: 4 ქულით.

მესი: არააააააააააააააააააააააააააააააა.

ინიესტა: ისინი გვიახლოვდებიან. მხოლოდ 4 ქულაა განსხვავება. 

აი დღეისათვის სულ ეს იყო. ხვალ კიდევ სამს შემოგთავაზებთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში