დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი, მაქსველი ჟურნალისტებს გაესაუბრა.
“გუნდში ძალიან კარგი და მეგობრული ატმოსფეროა. ეს ჩვენთვის ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევის საუკეთესო საშუალება იქნება. ასევე, აღსანიშნავია “ბოსის” ჩვენდამი დამოკიდებულება. ის ყველას ძალიან კარგად გვექცევა და გვენდობა. ბოსი მე მენდობა და ეს ძალიან მახარებს. მე მზად ვარ იმ პოზიციაზე ვითამაშო, რომელზეც პეპი დამაყენებს. გვარდიოლა ერთგვარი მოტივატორია. იგი გველაპარაკება, რომ უფრო და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავთან, რასაც პირნათლად ვასრულებთ. ჩვენთვის მწვრთნელის ასეთი საუბრები ძალიან სასიამოვნოა”.
ჟურნალისტებს, რა თმა უნდა, არ გამორჩათ “ოქროს ბურთის” თემა, როგორც თითქმის ყველა ფეხბურთელი გამოთქვამს აზრს ამასთან დაკავშირებით, მაქსველმაც გააკეთა მცირე კომენტარი: “ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვფიქრობ გამორჩეულები: მესი ჩავი და ინიესტა არიან, ვიმედოვნებ,. რომ ოქროს ბურთის მფლობელი რომელიმე “ბარსელონელი” იქნება.
პერესკონფერენციის დასასრულს მაქსველმა იბრაზეც ისაუბრა. “იბრასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. იგი ძალიან კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. ჩემი ოჯახი მეგობრობს მასთან, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ მისი განცხადება (იგულისხმევა იბრას სიტყვები გვარდიოლას მიმართ “ფილოსოფოსი”) ცოტათი გაუგებარია ჩემთვის”.
წყარო: fcbarcelona.cat



