მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ვილიარეალის მატჩის მსაჯი ცნობილია

ბარსელონა-ვილიარეალის მატჩის მსაჯი ცნობილია

მატჩის დრო: 22 ნოემბერი, 17:00
მოკლედ
22 ნოემბერს "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის გასამართ შეხვედრას ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი განსჯის. ესპანელი მსაჯის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა 42 მატჩიდან 26 მოიგეს და მხოლოდ 4 წააგეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-13 ტურში “ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის გასამართი მატჩის მსაჯი დაასახელა. შეხვედრას გამოცდილი ესპანელი არბიტრი ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი განსჯის, ხოლო VAR-ზე გილერმო კუადრა ფერნანდესი იმუშავებს.

ერნანდეს ერნანდესს მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მატჩზე ჯერ არ უმუშავია. სამაგიეროდ, მან უკვე იმსაჯა “ვილიარეალის” შეხვედრაში, როდესაც 23 აგვისტოს ყვითლები მადრიდის “ატლეტიკოს” დაუზავდნენ (2-2).

ესპანელმა არბიტრმა “ბარსელონას” მატჩი ბოლოს გასული სეზონის 35-ე ტურში, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ განსაჯა. კატალონიელებმა ის შეხვედრა 2-0 მოიგეს და ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდეს.

საინტერესოა, რომ “ბარსელონა” ის გუნდია, რომლის მატჩებშიც ერნანდეს ერნანდესს ლა ლიგაში ყველაზე მეტჯერ უმსაჯია. სტატისტიკა ასეთია:

  • 42 მატჩი
  • 26 გამარჯვება
  • 12 ფრე
  • 4 მარცხი

ამ მსაჯის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ბოლო მარცხი 2024 წლის 4 მაისს განიცადეს, როდესაც სტუმრად “ჟირონასთან” 2-4 დამარცხდნენ.

რაც შეეხება “ვილიარეალს”, ერნანდეს ერნანდესმა მისი მონაწილეობით 30 შეხვედრა განსაჯა. ამ მატჩებიდან 13 ყვითლების გამარჯვებით დასრულდა, 10 ფრედ, ხოლო 7 – მარცხით.

განსაკუთრებით საინტერესოა უშუალოდ “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა. ერნანდეს ერნანდესს ამ გუნდების დაპირისპირებაში აქამდე ოთხჯერ უმსაჯია და კატალონიელებს არცერთი მატჩი არ წაუგიათ.

პირველი ასეთი შეხვედრა 2014/15 წლების სეზონში, ესპანეთის თასის ნახევარფინალში გაიმართა და “ბარსელონას” გამარჯვებით (3-1) დასრულდა. 2018/19 წლების სეზონში გუნდებმა 4-4 ითამაშეს, ხოლო 2022/23 და 2023/24 წლების სეზონებში კატალონიელებმა შესაბამისად 1-0 და 4-3 მოიგეს.

ამრიგად, ერნანდეს ერნანდესის ხელმძღვანელობით “ბარსელონას” “ვილიარეალთან” ჩატარებულ ოთხ მატჩში სამი გამარჯვება და ერთი ფრე აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი