“ბარსელონა” სანაკრებო პაუზის შემდეგ ლა ლიგის განახლებისთვის ემზადება. ჰანსი ფლიკის გუნდმა პარასკევს, 20 ნოემბერს, ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ კომპლექსში მორიგი ვარჯიში ჩაატარა.
სავარჯიშო სესიაში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პაუ კუბარსიმ, ჟიულ კუნდემ და დანი ოლმომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ვარჯიშში ასევე ჩაერთო ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი ალექს კამპოსი.
“ბარსელონა” მზადებას შაბათს, 21 ნოემბერსაც გააგრძელებს. მომდევნო სავარჯიშო სესიის პირველი 15 წუთი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება, მოგვიანებით კი ჰანსი ფლიკი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს.
“ბარსელონა” და “ვილიარეალი” ერთმანეთს კვირას, 22 ნოემბერს, ლა ლიგის მე-13 ტურში დაუპირისპირდებიან.




forum კომენტარები (0)