“ბარსელონას” ნახევარმცველი ფერმინ ლოპესი 2026/27 წლების სეზონში შედეგიანობის შთამბეჭდავ მაჩვენებლებს აფიქსირებს. სტატისტიკური პლატფორმა DataMB-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ესპანელი ფეხბურთელი ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის ნახევარმცველებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებლით ლიდერობს.
ფერმინი პირველ ადგილს იკავებს შემდეგ ხუთ კატეგორიაში:
- გოლებისა და საგოლე გადაცემების ჯამი;
- გოლებისა (პენალტების გარეშე) და საგოლე გადაცემების ჯამი;
- გატანილი გოლები;
- პენალტების გარეშე გატანილი გოლები;
- გატანილ და მოსალოდნელ გოლებს (xG) შორის სხვაობა.
ამასთან, “ბარსელონას” ფეხბურთელი კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობით მეორე ადგილზეა.
ლოპესი მესამე პოზიციას იკავებს კიდევ სამ მაჩვენებელში: გამჭოლი გადაცემები, საგოლე პასის წინ შესრულებული გადაცემები (pre-assists) და პენალტების გარეშე მოსალოდნელი გოლებისა და მოსალოდნელი საგოლე გადაცემების ჯამი (npxG + xA).
ეს მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს 23 წლის ნახევარმცველის შედეგიანობას, განსაკუთრებით მეტოქის კართან შეტევების დასრულებისა და საგოლე მომენტების შექმნის თვალსაზრისით.




ერთი ზუსტი დარტყმა ინგლისთანაც შეეძლო ბოლო წუთზე, მეკარეს რო არ ევაჟკაცა.