“ვალენსია” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. გერმანელი მეკარე ამჟამად “ბარსელონადან” იჯარით ამსტერდამის “აიაქსში” თამაშობს, თუმცა ესპანეთში დაბრუნება სურს.
Onda Deportiva Valencia-ს ინფორმაციით, “ვალენსიას” სპორტული დირექტორი ბრაულიო ვასკესი უკვე დაინტერესდა 34 წლის ფეხბურთელის მდგომარეობით და მისი გადაბირების შესაძლებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ ტერ შტეგენი “აიაქსში” რეგულარულად თამაშობს და გუნდის ძირითადი მეკარეა, მას ლა ლიგაში დაბრუნება ურჩევნია.
SPORT-ის ცნობით, “ბარსელონა” ახლა ელოდება, წარადგენს თუ არა “ვალენსია” ოფიციალურ შეთავაზებას. კატალონიური კლუბი გერმანელის წასვლას დადებითად შეხვდება, თუ პოტენციური ახალი გუნდი მისი ხელფასის უფრო დიდი ნაწილის გადახდაზე აიღებს პასუხისმგებლობას.
ამჟამად ტერ შტეგენის ხელფასის 90%-ს “ბარსელონა” იხდის, ხოლო დარჩენილ ნაწილს “აიაქსი” ფარავს. შესაბამისად, “ვალენსიაში” გადასვლა კატალონიელებს სახელფასო ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემდა.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი “აიაქსში” 2026 წლის აგვისტოში გადავიდა. მისი იჯარის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს, ხოლო “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება.
ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება არ არსებობს და ტრანსფერის პერსპექტივა “ვალენსიას” შესაძლო შეთავაზებასა და ფინანსურ პირობებზე იქნება დამოკიდებული.




forum კომენტარები (0)