მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 2026 წლის ბოლომდე სპოტიფაი კამპ ნოუზე 5 მატჩს ჩაატარებს

ბარსელონა 2026 წლის ბოლომდე სპოტიფაი კამპ ნოუზე 5 მატჩს ჩაატარებს

მოკლედ
2026 წლის ბოლომდე "ბარსელონა" საკუთარ სტადიონზე ხუთ მატჩს გამართავს. ჰანსი ფლიკის გუნდის მეტოქეები "ვილიარეალი", "ატლეტიკო", "სელტა", "მანჩესტერ სიტი" და "რეალ სოსიედადი" იქნებიან.

2026 წლის დასრულებამდე “ბარსელონას” დატვირთული კალენდარი ელის. კატალონიური კლუბი ლა ლიგაში ლიდერობის განმტკიცებას და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას შეეცდება. ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება საშინაო მატჩები, რომლებშიც გუნდს საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი ექნება.

წლის ბოლომდე ჰანსი ფლიკის გუნდი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ხუთ შეხვედრას ჩაატარებს, მათგან ოთხს ლა ლიგაში და ერთს ჩემპიონთა ლიგაზე.

პირველი მეტოქე ვილიარეალი იქნება

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ “ბარსელონა” 22 ნოემბერს “ვილიარეალს” უმასპინძლებს. ლა ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

კატალონიელები მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. ჩემპიონატის წინა ტურში მათ მადრიდში “ატლეტიკო” 2-1 დაამარცხეს და ახლა მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

დეკემბერში სამი საშინაო მატჩი შვიდ დღეში

დეკემბრის დასაწყისში “ბარსელონას” განსაკუთრებით დატვირთული პერიოდი ელის. გუნდი შვიდ დღეში სამ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს.

პირველი მეტოქე “ატლეტიკო” იქნება, რომელსაც კატალონიელები თბილისის დროით 3 დეკემბერს, 00:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

ეს ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩია, რომელიც თავდაპირველი განრიგიდან უფრო ადრეულ თარიღზე გადმოიტანეს. გუნდები ერთმანეთს ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში მეორედ შეხვდებიან.

მომდევნო შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “სელტა” ითამაშებს. ეს ლა ლიგის მე-15 ტურის მატჩი იქნება.

სამი დღის შემდეგ კი კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელით.

8 დეკემბერს “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ერთმანეთს ბოლოს 2016 წლის ოქტომბერში შეხვდნენ. მაშინ “ბარსელონამ” ინგლისური კლუბი 4-0 დაამარცხა, ლიონელ მესიმ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

წლის ბოლო საშინაო მატჩი რეალ სოსიედადთან

2026 წლის ბოლო საშინაო შეხვედრას “ბარსელონა” 19 ან 20 დეკემბერს ჩაატარებს. კატალონიელთა მეტოქე ლა ლიგაში “რეალ სოსიედადი” იქნება.

ამის შემდეგ გუნდი 2027 წელს ქალაქურ დერბიში დაიწყებს – “ბარსელონა” სტუმრად “ესპანიოლს” დაუპირისპირდება.

წლის ბოლომდე “ბარსელონას” საშინაო მატჩების განრიგი ასეთია:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 14 ნოე 2026, 23:53

    საქართველოს ნაკრების მორიგი ჩაჯ*ა. 5 თამაში, 0 მოგება და 0 გოლი. 5 თამაშიდან 1 გოლსაც, რომ ვერ გაიტან იქ რაზეა საუბარი.