workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
"ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" მატჩისთვის მზადება დაასრულა. ბოლო ვარჯიშზე გუნდს ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი დაუბრუნდნენ.

“ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრისთვის მზადებას ასრულებს და მადრიდში კვირა დილით გაემგზავრება.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 7 ნოემბერს გამართულ ვარჯიშში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი მონაწილეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლე ერიკ გარსიასა და ანდრეას კრისტენსენის საერთო ჯგუფში დაბრუნებაა. გერმანელი სპეციალისტის თქმით მცველები განაცხადშიც მოხვდებიან.

ვარჯიშში “ბარსა ატლეტიკის” ოთხი ფეხბურთელიც მონაწილეობდა: ჰამზა აბდელკარიმი, ტუნკარა, კამპოსი და ბონფილი.

“ატლეტიკოსთან” შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერია, დიეგო სიმეონეს გუნდი კი მას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები უპირატესობას გაზრდიან და სანაკრებო პაუზაზე ლიდერის პოზიციიდან გავლენ. მარცხის შემთხვევაში კი პირველ ადგილზე “ატლეტიკო” გადაინაცვლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 07 ნოე 2026, 23:19

    კლასიკოს წინ გვქონდა შანსი რეალისთვის 9 ქულით, ხოლო ნაჯახებისთვის 5 ქულით გაგვესწრო. ახლა კი შეიძლება მეორე ადგილზე აღმოვჩნდეთ და რეალი გაგვითანაბრდეს.