ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა. განაცხადში “ბარსელონას” ხუთი წარმომადგენელია.
კატალონიური კლუბიდან ნაკრებში მოხვდნენ ჟოან გარსია, პაუ კუბარსი, პედრი, ფერმინ ლოპესი და ლამინ იამალი.
აღსანიშნავია, რომ წინა სანაკრებო პაუზისგან განსხვავებით, ამჯერად განაცხადში არ არის “ბარსელონას” კიდევ სამი ფეხბურთელი: როდრი, დანი ოლმო და ერიკ გარსია. სამივე შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა.
ესპანეთის ნაკრები 12 ნოემბერს სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 15 ნოემბერს მადრიდში ინგლისს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო, 12 ქულა დააგროვა და მეოთხედფინალის საგზური უკვე გაინაღდა. დარჩენილ ორ შეხვედრაში ესპანელები ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებას შეეცდებიან.




forum კომენტარები (0)