გავის აგენტმა, ივან დე ლა პენიამ, კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისი კლიენტი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ბარსელონადან” წავიდეს.
SPORT-ის ცნობით, დე ლა პენიას არც “ნაპოლისთან” და არც რომელიმე სხვა კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკება არ გაუმართავს.
“არავისთან მოლაპარაკება არ მქონია. გავი რჩება”, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
ბოლო დღეებში გავის მომავალი აქტუალური თემა გახდა. ამის მიზეზი მიმდინარე სეზონში მისი შეზღუდული სათამაშო დროა. განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია “ნაპოლის” ინტერესის შესახებ.
მიუხედავად ამისა, 22 წლის ნახევარმცველს კლუბის დატოვება არ სურს. მისი მიზანი კვლავ “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა და ჰანსი ფლიკის გუნდში მნიშვნელოვანი როლის დაბრუნებაა.
გავის სჯერა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღების შემთხვევაში საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებს. ფეხბურთელისა და “ბარსელონას” მოქმედი კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.




ატლეტიკოსთან დააყენოს, და ჩოლოს ბიჭზე დაგეშონ.
Barcaman მადლობა სიახლეებისთვის. შენღა დაგვრჩი 😂👏👏
სკამზე გავიზე უკეთეს ვის მოიყვანენ ჯერ 22 წლისა შევა ფორმაში ნელნელა
გავის მენტალიტეტი მისცა ბარე ორს 🙂