იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, “ნაპოლი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, გავის შეძენით დაინტერესდა. გავრცელებული ცნობით, კლუბებს შორის პირველადი კონტაქტი უკვე შედგა და ტრანსფერი შესაძლოა იანვარში განხორციელდეს.
“ნაპოლი” ნახევარდაცვის გაძლიერებასა და შემადგენლობის სიღრმის გაზრდას ცდილობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო კვირებში გუნდი არაერთმა ტრავმამ დააზარალა. იტალიური წყაროს თანახმად, “ბარსელონა” მზადაა, გავი დაახლოებით 40 მილიონ ევროდ გაყიდოს.
22 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო მკვეთრად შეუმცირდა. ლა ლიგაში მან ოთხ მატჩში სულ 146 წუთი ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ შეხვედრაში მხოლოდ 45 წუთი.
გავიმ ჰანსი ფლიკის გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელის სტატუსი დაკარგა. ზაფხულში როდრის დამატებამ ნახევარდაცვაში კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა. ამ პოზიციაზე კატალონიურ გუნდს პედრი, მარკ ბერნალი, ფრენკი დე იონგი, ფერმინ ლოპესი და დანი ოლმოც ჰყავს.
გასულ ზაფხულს გავის შეძენას “მანჩესტერ იუნაიტედიც” ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელმა ინგლისური კლუბის ინტერესი უარყო, რადგან “ბარსელონაში” დარჩენა სურდა. მანამდე, მუხლის ტრავმის შემდეგ, მან გასული სეზონი წარმატებით დაასრულა და ლა ლიგის ბოლო ცხრა მატჩიდან რვა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, რითაც ესპანეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი დაიმკვიდრა.
ახლა ვითარება შეცვლილია. სათამაშო დროის სიმცირემ გავის შესაძლო ტრანსფერის საკითხი კვლავ აქტუალური გახადა.




კომო რა დღეშია, ლანსი გამოისვა რასაც ქვია.
ნაპოლიში არ ისურვებს წასვლას
ამ საიტიდან ყველა მწერალი წავიდა?