workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალი ოქროს ბურთზე: ჩემი დროც დადგება

ლამინ იამალი ოქროს ბურთზე: ჩემი დროც დადგება

“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე ზედიზედ მესამედ გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტი. ლონდონის “პალადიუმის” სცენაზე ის პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ჯილდო მიიღო.

ცერემონიის წამყვანმა ტიერი ანრიმ იამალთან საუბრისას იხუმრა, რომ ეს ის ჯილდო არ იყო, რომლის მიღებაც ფეხბურთელს იმ საღამოს სურდა. საბოლოოდ, ლამინმა ოქროს ბურთის გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი ჰარი კეინი გახდა.

სამშაბათს, 27 ოქტომბერს, იამალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ოქროს ბურთის მოგების სურვილზე ისაუბრა.

“დადგება!”

სწორედ ასე, დიდი ასოებით დაწერა ლამინმა, შემდეგ კი საკუთარი პოზიცია უფრო ვრცლად განმარტა:

“კარგ რაღაცებს დრო სჭირდება. მჯერა იმ გზის, რომელსაც გავდივარ. არ ვჩქარობ, ენთუზიაზმით ვარ სავსე და მშვიდად ველი იმ დღეს, როდესაც ჩემი დროც დადგება.”

“ბარსელონას” ათიანმა დაჯილდოების ცერემონიის სხვა გამარჯვებულებსაც მიულოცა წარმატება და აღნიშნა, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაა.

“ჩემი ყურადღება კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანზეა მიმართული – იმაზე, რომ “ბარსელონამ” ისევ გაიმარჯვოს.”

ლამინი სამშაბათს ნაშუადღევს ლონდონიდან უახლოეს გარემოცვასთან ერთად დაბრუნდა. დღეს ის გუნდის პირველ ვარჯიშს უნდა შეუერთდეს.

“ბარსელონა” მომდევნო შეხვედრას “ალავესის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

თანაგუნდელების მხარდაჭერა

იამალის პოსტს თანაგუნდელები მალევე გამოეხმაურნენ.

ფერმინ ლოპესმა დაწერა:

“დადგება და თანაც ერთზე მეტი. ყოველთვის შენ გვერდით ვარ.”

რონალდ არაუხომაც ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა:

“ეჭვგარეშეა, რომ დადგება, ბიჭო. წინ! შენ საუკეთესო ხარ!”

ინიგო მარტინესმა კი კომენტარს გვირგვინის ემოჯი დაურთო და აღნიშნა:

“არსებობენ ტალანტები, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ჯილდოები არ სჭირდებათ.”

ლამინ იამალმა ჯილდო პაუ კუბარსის მიუძღვნა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტის გამოკითხვაში იამალმა პირველი ადგილი დაიკავა, მეორე პოზიციაზე კი მისი თანაგუნდელი პაუ კუბარსი გავიდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ლამინმა მეგობარი გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს ჯილდო სწორედ კუბარსის ეკუთვნოდა.

“ვისურვებდი, რომ კუბარსიც აქ ყოფილიყო, რადგან ვფიქრობ, ეს ჯილდო მას უნდა მიეღო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ჯილდოების მიღებას ვაგრძელებ. უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა კიდევ უფრო მეტი გუნდური და ინდივიდუალური ტიტული მოვიპოვოთ.”

ლამინ იამალმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიპოვა, თუმცა მისი მთავარი ინდივიდუალური მიზანი კვლავ ოქროს ბურთის მოგებაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 28 ოქტ 2026, 10:23

    მესი ხუთეულში რათ მოხვდა რო წერენ პროფესორები, ნეტავი 39 წლის კაცმა რო ფინალამდე გაიყვანა გუნდი ნუთი ეგ არაფერს ნიშნავს? ნეტავი მოეგო მსოფლიო და კიდევ მას მოეგო, ამ ასაკშიც კი ყველას ჯობია ფაქტია.

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 28 ოქტ 2026, 09:20

    კიდეკაი რო ვერ მოიგო
    არ შეილება 19 წლის ბავშვს ყველაფერი მოგებული ქონდეს ლიგის გარდა