“ბარსელონას” ნახევარმცველმა პაბლო პაეს გავირამ, იმავე გავიმ, Media Day-ის ფარგლებში DAZN-თან ინტერვიუში კვირას გასამართ ელ კლასიკოზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ დაპირისპირების განსაკუთრებულ ემოციურ მუხტსა და გამარჯვების აუცილებლობას.
“მწვრთნელის ტაქტიკა და ომში წასვლა”
ახალგაზრდა ესპანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ტაქტიკური დეტალების მნიშვნელობისა, ასეთ თამაშებში ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გადამწყვეტია:
“მწვრთნელის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რა აქვთ გასაკეთებელი მატჩებში, მაგრამ მე იმ მოთამაშეებს მივეკუთვნები, ვისაც ელ კლასიკოებში ომში წასვლა განსაკუთრებით უყვარს”.
პირველივე წუთიდან გამარჯვებისთვის
გავის თქმით, გუნდს მოტივაციის ნაკლებობა არ ექნება და უკომპრომისო ბრძოლა პირველივე წამებიდან დაიწყება:
“ეჭვიც არ მეპარება, რომ პირველივე წუთიდან ბოლომდე საბრძოლველად გავალთ, რადგან ჩვენ ყველანი ‘ბარსელონას’ ერთგულები ვართ და გვსურს, ‘რეალ მადრიდს’ ყოველთვის მოვუგოთ. მაყურებლისთვის ეს შესანიშნავი მატჩი იქნება, ჩვენთვის კი უმთავრესია, ნებისმიერ ფასად სამი ქულა მოვიპოვოთ”.
ფრთხილად რეალს როგორც იქნა თავისი არჩეული მსაჯი დაუნიშნეს.