workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კანსელუ კრიტიკოსებს: ტრიბუნიდან ყველა სპეციალისტია, მათ მინდორზე ნახვას ვისურვებდი

კანსელუ კრიტიკოსებს: ტრიბუნიდან ყველა სპეციალისტია, მათ მინდორზე ნახვას ვისურვებდი

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის (2-4) შემდეგ, რომელმაც “ბარსელონას” 11-მატჩიანი მოგებათა სერია შეაჩერა, კრიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჟოაუ კანსელო გახდა. პორტუგალიელმა განაპირა მცველმა კრიტიკას Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ემოციური პოსტებით უპასუხა.

მატჩისა და კონკრეტული კრიტიკოსების სახელების ხსენების გარეშე, კანსელომ “სთორიში” მაიკლ ჯექსონის ცნობილი სიმღერის, “They Don’t Care About Us”-ის ფონზე ციტატა გამოაქვეყნა:

“ტრიბუნიდან ყველა სპეციალისტია. სიამოვნებით ვნახავდი მათ მინდორზე შემოსულებს და იმ წნეხის გაძლებას, რაც აქ არის”.

კანსელომ ეს სიტყვები პროფესორ მარსელა მატოსს მიაწერა, რომელიც პორტუგალიური ენისა და განათლების პედაგოგია და საკუთარი ტექსტებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

“საკუთარ თავში ეჭვი არ მეპარება”

კრიტიკოსების მისამართით გაკეთებული რეპლიკის შემდეგ, 32 წლის ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე თამაშის სირთულესა და იმ უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც მოთამაშეები მუდმივად განიცდიან. მომდევნო ფოტოზე მან დაამატა კომენტარი, რითაც მკაფიოდ მიანიშნა, რომ დანებებას არ აპირებს:

“ერთადერთი, ვისაც საკუთარ თავში ეჭვის შეტანის უფლება არ აქვს, მე ვარ”.

სადისკუსიო დაცვითი ფუნქციები და ფლიკის ნდობა

“პარკ დე პრენსზე” ჩატარებული მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა დისკუსია კანსელოს დაცვით ფუნქციებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც შეტევაში მის უნარებს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, უკანა ხაზში თამაში, განსაკუთრებით კი პარიზელთა მეოთხე გოლის ეპიზოდში ფაბიან რუისის გაპარვა, უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი მცველი ჰანსი ფლიკის სრული ნდობით სარგებლობს. გერმანელი სპეციალისტის მსგავსად, მის შესაძლებლობებში ეჭვი არც კლუბის ხელმძღვანელობას ეპარება, რომელმაც გასულ ზაფხულს კანსელოსთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის გუნდში 2029 წლის ივნისამდე დაიტოვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი