workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოზაიკა და შემოსავლის რეკორდის მოლოდინი კლასიკოს წინ

მოზაიკა და შემოსავლის რეკორდის მოლოდინი კლასიკოს წინ

calendar_month მატჩის დრო: 25 ოქტომბერი, 23:55

კვირას, 25 ოქტომბერს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის მორიგი კლასიკო გაიმართება. ეს იქნება მეორე კლასიკო, რომელსაც სტადიონი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების შემდეგ უმასპინძლებს. ტრადიციისამებრ, ტრიბუნებზე სპეციალური მოზაიკა მოეწყობა. ეს ტრადიცია 1992 წელს ფანკლუბმა Penya Almogàvers-მა დაამკვიდრა.

“მონჟუიკიდან” დაბრუნების შემდეგ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” პირველი კლასიკო მიმდინარე წლის 10 მაისს გაიმართა. მაშინ “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 2-0 დაამარცხა და ლა ლიგის ჩემპიონობა მათემატიკურად გაინაღდა. მატჩის დაწყებამდე სტადიონის პირველი და მეორე იარუსები ლურჯ-ბროწეულისფერი მოზაიკით დაიფარა, რომელზეც “ბარსელონას” გერბი და წარწერა “Força Barça” იყო გამოსახული.

ამჯერად კლუბი მოზაიკის შინაარსს მკაცრად ასაიდუმლოებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის შექმნაში მონაწილეობას სტადიონზე შეკრებილი ყველა გულშემატკივარი მიიღებს.

მატჩზე სტადიონის სრულად შევსება გარანტირებულია. მაისის კლასიკოზე “ბარსელონამ” “რეალ მადრიდთან” შეხვედრებიდან ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლის რეკორდი დაამყარა. მაშინ თამაშს 62 213 გულშემატკივარი დაესწრო, კლუბის შემოსავალმა კი 16.5 მილიონი ევრო შეადგინა.

ამჯერად მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელიც გაუმჯობესდება, რისი მთავარი მიზეზიც VIP-ადგილების რაოდენობის ზრდაა. ოქტომბრის დასაწყისიდან, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ქალთა კლასიკო გაიმართა, სტადიონის მეორე იარუსზე VIP-ადგილებისთვის ოთხი რიგია გამოყოფილი, მაშინ როდესაც მანამდე ასეთი მხოლოდ ერთი ან ორი რიგი იყო. ეს ზონა სტადიონის მთელ პერიმეტრს გასდევს.

კლასიკომდე სამი დღით ადრე გასაყიდად მხოლოდ ძვირადღირებული ბილეთებია დარჩენილი. ყველაზე იაფი ხელმისაწვდომი ბილეთი, პირველი იარუსის კარს უკან მდებარე სექტორში, 1109 ევრო ღირს, ხოლო მთავარი ტრიბუნის პირველი იარუსის ცენტრალურ ნაწილში ბილეთის ფასი 2099 ევროს აღწევს.

რაც შეეხება VIP-ადგილებს, ყველაზე იაფი ბილეთი 2400 ევრო ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი, რომელიც სათადარიგოთა სკამების უკან მდებარე ადგილებს მოიცავს, 8000 ევრო.

ბილეთების ფასები მოთხოვნის მიხედვით დინამიკურად იცვლება და გაყიდვების დაწყებიდან მუდმივად იზრდება. თავდაპირველად ჩვეულებრივი გულშემატკივრებისთვის კარს უკან მდებარე სექტორებში ბილეთების ფასი 299 ევროდან იწყებოდა, ხოლო მთავარ ტრიბუნაზე – 1092 ევროდან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Random Kartvelian
    Random Kartvelian ახალბედა
    schedule 22 ოქტ 2026, 21:39
    #2

    ფეოლა წავიდა ამ საიტიდან? მატჩისშემდგომი მიმოხილვები აღარ იდება