ჟოზე მოურინიომ “რეალ მადრიდისა” და “ლაიფციგის” მატჩის შემდეგ ისეთი განცხადება გააკეთა, თითქოს მის გუნდს განზრახ ავიწროებდნენ. “ამ მომენტისთვის კლასიკომდე ჩვენ უკვე 24 საათით ნაკლები დრო გვაქვს დასასვენებლად, ვიდრე ბარსელონას”, – განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
მართლაც, “რეალ მადრიდმა” ოთხშაბათს საკუთარ მოედანზე ითამაშა და დედაქალაქიდან გასვლა არ დასჭირვებია, მაშინ როდესაც “ბარსელონა” სამშაბათს პარიზში “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა, რის შემდეგაც გუნდს ღამით მგზავრობაც მოუწია.
კლასიკო კვირას, ესპანეთის დროით 21:00 საათზე (თბილისის დროით 23:55 საათზე) გაიმართება. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან მაქსიმალურად დაშორებული დროა. თუმცა მოურინიოს ეს არ უხსენებია. მან უკმაყოფილება გამოთქვა ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, ვის მიმართავდა პრეტენზიით, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩების განრიგი UEFA-მ ჯერ კიდევ 30 აგვისტოს განსაზღვრა, სხვადასხვა ქვეყნის სატელევიზიო ინტერესების გათვალისწინებით.
ასე ხდება ყოველწლიურად და ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რამდენი დრო ექნებათ გუნდებს დასასვენებლად ლა ლიგის სეზონის პირველ კლასიკომდე. თითქმის ათი წელია, ლა ლიგა ოქტომბრის ბოლო კვირაში კლასიკოს ატარებს, რომელსაც უშუალოდ წინ უძღვის ჩემპიონთა ლიგის შუაკვირის მატჩები. თუმცა, თუ ვინმეს ისტორიულად განრიგის გამო უკმაყოფილების მეტი საფუძველი აქვს, ეს სწორედ “ბარსელონაა”.
2018/19 წლების სეზონიდან მოყოლებული, კვირას ოქტომბერში გასამართი მერვე კლასიკო იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩები უსწრებს წინ. მიმდინარე კვირის ჩათვლით, ამ პერიოდში “რეალ მადრიდს” ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მატჩებს შორის ჯამში 26 თავისუფალი დღე ჰქონდა, ხოლო “ბარსელონას” – 23.
ამ სტატისტიკაში არ შედის 2019/20 წლების სეზონის კლასიკო, რომელიც კატალონიაში მაშინ არსებული პოლიტიკური ვითარებისა და შესაძლო ინციდენტების გამო გადაიდო.
იმ შემთხვევაში, თუ მატჩი არ გადაიდებოდა, “ბარსელონას” “რეალ მადრიდისთვის” შაბათს, თბილისის დროით 15:00 საათზე, “კამპ ნოუზე” უნდა ემასპინძლა. ეს მაშინ, როდესაც კატალონიელებს ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პრაღაში “სლავიასთან” ჰქონდათ ნათამაშები, ხოლო “რეალ მადრიდმა” სამშაბათს, იმავე დროს, სტამბოლში “გალათასარაის” წინააღმდეგ ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კლასიკო საბოლოო სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული, რადგან 18 დეკემბრისთვის გადაიდო და უშუალოდ წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩები აღარ უძღოდა, “ბარსელონას” მაინც უფრო ხშირად უწევდა ოთხშაბათს ევროპულ ტურნირზე თამაშის შემდეგ შაბათს “რეალ მადრიდთან” დაპირისპირება. ასეთი შემთხვევა კატალონიელებს ორჯერ ჰქონდათ, მადრიდელებს კი – ერთხელ.
ამჯერად კლასიკოს კვირას, ესპანეთის დროით 21:00 საათზე გვიან ვერ დანიშნავდნენ. ორშაბათს ლა ლიგაში “სევილიასა” და “ოსასუნას” შეხვედრა გაიმართება, ამავე დროს კი ლონდონში “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება.
რა გუნდიც არიან ისეთი მწვრთნელი ყავთ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები იმედია ჰანსი ძია ამასაც ჩაალაგებინებს ჩემოდანს
ფლიკ შენ იყო ნაბოზარი ეს თუ კვირას არ გამოისვა ნაწყში ეს დედა სახნავიშვილი ისე მწარედ უნდა მოუგონ რო გააასხმევინონ
ჩმოურინიო უნდა ამოვისვათ ერთ ადგილში.