“ბარსელონასთვის” უმნიშვნელოვანესი კვირა იწყება – ჰანსი ფლიკის გუნდს წინ “პარი სენ-ჟერმენთან” და “რეალ მადრიდთან” პრინციპული დაპირისპირებები ელის. ლამინ იამალი ამ შეხვედრებს ფენომენალურ ფორმაში ხვდება. ფრანგულ გამოცემა L’Équipe-თან ინტერვიუში კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ახალგაზრდა ვარსკვლავის შესახებ აღტაცებით ისაუბრა:
“ის ისეთი ფეხბურთელია, რომელმაც იცის, როგორ გაართოს გულშემატკივარი. ის გენიოსია! მასში ეს მაგია და გასაოცარი ხასიათია. საქმე მხოლოდ მის სათამაშო სტილში კი არა, მის მენტალიტეტშიცაა. ლამინი ნამდვილი სანახაობაა. ამჟამად ფეხბურთი ლამინის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია”.
პარტნიორობა ალ-ხელაიფისთან და ლუის ენრიკეს ფაქტორი
ჟოან ლაპორტამ ხაზი გაუსვა “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობას და ევროპის საკლუბო ასოციაციაში (ECA) მის საქმიანობას:
“ჩვენ შორის დიდი პატივისცემაა. ის შესანიშნავად მართავს ECA-ს, ისევე როგორც პსჟ-ს და ამას ვულოცავ. დღეს პსჟ ევროპის ჩემპიონია”.
UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინზე საუბრისას ლაპორტამ აღნიშნა, რომ ის საუკეთესო პრეზიდენტია, ვინც კი ორგანიზაციას შეიძლება ჰყავდეს. ლუის ენრიკეს წარმატება კი მან ასე შეაფასა:
“მისი გუნდების საფეხბურთო დინამიკაში ‘ბარსელონას’ ორიგინალური სტილის ელემენტები ჩანს. პსჟ-ს წარმატება სწორედ ლუის ენრიკესთან ერთად მოვიდა და მათ იმიტომ გაიმარჯვეს, რომ მან გუნდს საკუთარი პიროვნული ხასიათი შესძინა. ნასერსა და ლუის კამპუშს მასზე გაკეთებული არჩევანის გამო დიდი დამსახურება მიუძღვით”.
მწვავე კრიტიკა რეალ მადრიდის მისამართით
პარიზულ კლუბთან დაახლოების პარალელურად, ფლორენტინო პერესთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილია. ლაპორტამ მადრიდული კლუბი როგორც ინსტიტუციურ, ისე სპორტულ ჭრილში მკაცრად გააკრიტიკა:
“რეალ მადრიდმა” სანდოობა როგორც ინსტიტუციურ, ისე სპორტულ დონეზე დაკარგა. მათ ყურადღების გადატანა სურთ, თუმცა იქ არაფერია. მათ ინსტიტუციებში აღარანაირი გავლენა აღარ აქვთ. ვფიქრობ, არასწორი გზა აირჩიეს და ახლა ამის საფასურს იხდიან. მათთან აღარანაირი ურთიერთობა აღარ არსებობს. ვიტყოდი, რომ ახლა დაპირისპირებულებიც კი ვართ. ისინი მხოლოდ ყურადღების გადატანას ცდილობენ”.
კილიან მბაპეს ტრანსფერსა და მადრიდელთა გასახდელში არსებულ ვითარებაზე ლაპორტამ საკუთარი ძველი გაფრთხილება გაიხსენა:
“ერთ საქათმეში რამდენიმე მამალი ვერასდროს იქნება. ფეხბურთში პრიორიტეტი კოლექტივი და გუნდური სულისკვეთებაა. თუ ეს არ გაქვს, პროექტი არ იმუშავებს. მათ საფულე ამოიღეს და უამრავ ფეხბურთელში უზარმაზარი თანხები გადაიხადეს, რომლებიც მოსალოდნელ შედეგს ვერ აჩვენებენ.
‘ბარსელონას’ ძალა დიდ ტალანტებშია: ლა მასიის აღზრდილებსა და სხვა საფეხბურთო კულტურებიდან მოსულ მოთამაშეებში, რომელთაგან ისეთი გუნდი იქმნება, სადაც სინერგია მუშაობს. მათ კი ინდივიდუალიზმი და ხმაურიანი ტრანსფერები არჩიეს. ვფიქრობ, ‘რეალ მადრიდმა’ სანდოობა დაკარგა და ამ ყველაფრის გამართლებას ყველა ხერხით, ‘ნეგრეირას საქმეზე’ ტყუილებით ცდილობს, რადგან უკვე ორი წელია არაფერი მოუგია. ჩვენ კი ვიგებთ და ყველა ტიტულის მოგების კანდიდატები ვართ”.
დასასრულს, “ბარსელონას” პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
როცა მბაპე გადმოვიდა მაშინ თქვა ეს და სწორიც აღმოჩნდა ჯერ ტიტული არ მოუგიათ 2 სეზონია და შეიძლება მესამე სეზონშიც ხახა მშრალი დარჩნენ😆😆
მელა და ქათამი კი არა მცველი მოიყვანეთ გუნდში 😂
გასაგებია რატომ შეაქო ჩეფერინი და ის მაზუთის კაცი. მე კი ვიტყოდი, ჩეფერინის დედაც, ხელაიფის და პერესის ოჯახიც მ…