workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა მასიის 2000 წლის ანგარიში, რომელიც მესის ტრანსფერის წინააღმდეგი იყო: “ვფიქრობ, არ უნდა დავიმატოთ”

ლა მასიის 2000 წლის ანგარიში, რომელიც მესის ტრანსფერის წინააღმდეგი იყო: “ვფიქრობ, არ უნდა დავიმატოთ”

France Football-ის ჟურნალისტმა ფლორან ტორშუმ თავის X-ის (Twitter) გვერდზე გაასაჯაროვა სამი ისტორიული ანგარიში, რომლებიც 2000 წელს ლა მასიის აღმზრდელებმა და სკაუტებმა ლეო მესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით შეადგინეს. სპეციალისტთაგან ორი არგენტინელის დამატების მომხრე იყო, ხოლო ერთი – კატეგორიულად წინააღმდეგი.

უარყოფითი დასკვნა: “მხოლოდ 142 სანტიმეტრი”

ერთ-ერთი სკაუტი, რომელმაც კლუბს ტრანსფერზე უარის თქმა ურჩია, აქცენტს ფეხბურთელის ფიზიკურ მონაცემებზე აკეთებდა:

“მიმაჩნია, რომ ის უდავო ტექნიკური თვისებების მქონე ფეხბურთელია, თუმცა მისი ფიზიკური შეზღუდულობა (142 სმ) მეტისმეტია იმისთვის, რომ ამჟამად საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზოს. გაისად ეს კიდევ უფრო გართულდება, რადგან მაშინაც კი, თუ გაიზრდება, 150 სანტიმეტრითა და იმ აღნაგობით, რაც მას აქვს, კადეტებში (Cadete Preferente) თამაში ძალიან გაუჭირდება. ვფიქრობ, არ უნდა დავიმატოთ. მაქსიმუმი – თვალი ვადევნოთ მის პროგრესს და რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთხელ გამოვცადოთ”.

ორი დადებითი შეფასება: “პატარა მარადონა”

მეორე და მესამე მოხსენებაში კი აქცენტი არგენტინელის გამორჩეულ გენიაზე გაკეთდა:

“დისტანციის დაცვით თუ ვიტყვით, ის პატარა მარადონაა. მე მას დავიმატებდი, მას გაცილებით მეტი შეუძლია. ვნახოთ, როგორ განვითარდება”, – აღნიშნავდა მეორე სპეციალისტი.

ხოლო მესამე ანგარიშში მესის სათამაშო ინტელექტი დეტალურად იყო გაშიფრული:

“თავისი ასაკისთვის ტექნიკურად ძალიან სრულყოფილი ფეხბურთელია. თანაგუნდელებს მკვეთრად აღემატება: აქვს თამაშის ხედვა, არის მოქნილი, ცოცხალი, ჭკვიანი, აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და კარგი პასი – ძალიან სრულყოფილი მოთამაშეა და ყველა თანაგუნდელზე მაღლა დგას. ურტყამს კარგად და ძლიერად, ერთი ერთზე ბრწყინვალეა, მაგრამ დაბალია. აკლია ფიზიკური ძალა, არ თამაშობს მეორე სართულზე (სიმაღლე). მეტოქეთა უმეტესობა მას ფიზიკურად აღემატება. შესანიშნავი ფეხბურთელია”.

“ბარსელონამ” სწორედ ამ ორ დადებით დასკვნას დაუჯერა და ცოტა ხანში 13 წლის ლეო მესი დაიმატა. დანარჩენი კი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი