workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია: ლამინი იმდენად კარგია, რომ ჩვენ მხოლოდ მისი მოტივირება გვევალება

ერიკ გარსია: ლამინი იმდენად კარგია, რომ ჩვენ მხოლოდ მისი მოტივირება გვევალება

სტამბოლში “ალი სამი იენზე” “გალათასარაის” წინააღმდეგ შთამბეჭდავი ქამბექისა და 4-1 გამარჯვების შემდეგ, ერიკ გარსიამ ლამინ იამალის ბრწყინვალე გარჯა გამოარჩია:

“როდესაც ლამინ იამალის დონის ფეხბურთელი გყავს, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, მისი მოტივირებაა. ის განსხვავებულია, ის საუკეთესოა”.

შეტევის ხარისხი და რთული ევროპული გასვლა

მცველმა “ბარსელონას” შემტევი პოტენციალი და სტამბოლში გამარჯვების ფასი ხაზგასმით აღნიშნა:

“ვაჩვენეთ, რაოდენ დიდი ხარისხი გვაქვს შეტევაში. საერთო ჯამში, ძალიან ბედნიერები უნდა ვიყოთ, რადგან აქ ჩამოსვლა და თამაში უკიდურესად რთულია. ‘გალათასარაი’ უმაღლესი დონის გუნდია და აქ მოგება სათანადოდ უნდა დავაფასოთ”.

გაშვებული გოლი და მეორე ტაიმის აფეთქება

გარსიამ პირველ ტაიმში გაშვებული გოლის ეპიზოდიც მიმოიხილა და დაცვის ხაზში თავისი პარტნიორები დაიცვა:

“არ მგონია, რომ გაშვებული ბურთი ჩვენი შეცდომის ბრალი იყო. მეტოქემ ეს კომბინაცია ძალიან კარგად გაითამაშა. კუბარსიმ და ჟერარმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს.

ვფიქრობ, შესვენებამდე დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, მანამდეც კარგად გამოვიყურებოდით. შესაძლოა, რამდენიმე გადაცემაში ვიჩქარეთ, თუმცა თამაშს მაინც სწორად წარვმართავდით. აი, მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი კი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 ოქტ 2026, 16:20
    #1

    გუშინ ამან ვერ დადო თავის საუკეთესო თამაში, მე მგონი ნიღაბი უშლიდა.