“ბარსელონამ” და ჩავი ესპარტმა კონტრაქტის 2030 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებაზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს. “ბლაუგრანამ” ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. აქამდე მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლამდე იყო გათვლილი.
ესპარტის დებიუტი პირველ გუნდში გასულ სეზონში შედგა, წინასასეზონო მომზადების დროს კი მან მთავარ გუნდში ადგილი დაიმსახურა და მე-12 ნომერი მაისური ჩაიბარა.
მიმდინარე სეზონში ესპარტი ჰანსი ფლიკის ტაქტიკურ მონახაზში მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. ის წარმატებით ირგებს განაპირა მცველის პოზიციას ორივე ფლანგზე, თუმცა მისი ბუნებრივი ამპლუა ნახევარმცველობაა. სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას, იდეალურად ჩაერთოს ცენტრის კომბინაციურ თამაშში და შეტევაში დიდი ძალა შექმნას.
ხელმოწერის საზეიმო პროტოკოლური ღონისძიება მოგვიანებით, სპორტული კალენდრის ხელსაყრელ პერიოდში გაიმართება. ცერემონიას ჟოან ლაპორტა დაესწრება, რის შემდეგაც ფეხბურთელი მედიის კითხვებსაც უპასუხებს.
ახლახან დასრულებული სანაკრებო პაუზის დროს ესპარტი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა, ბოლო დღეებში კი პირველი გუნდის სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა და სრული კონცენტრაციით “ხეტაფესთან” მოახლოებული მატჩისთვის ემზადება.
forum კომენტარები (0)