workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: პედრო როდრიგესმა კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: პედრო როდრიგესმა კარიერა დაასრულა

bolt მოკლედ
"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა პედრო როდრიგესმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 20-წლიანი ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, კანარელი ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება პარასკევს, 9 ოქტომბერს, Auditori 1899-ში გაიმართება.

პედრო როდრიგესმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. როგორც კანარელმა შემტევმა სოციალურ ქსელში გამოაცხადა, ის ორ ათწლეულზე მეტხნიან კარიერას წერტილს უსვამს – კარიერას, რომელიც “ლა მასიაში” დაიწყო და პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით “ბარსელონას” ისტორიის ყველაზე დიდებულ მომენტებში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

ტენერიფედან ბარსელონაში

პედრო ტენერიფედან ბარსელონაში 17 წლის ასაკში ჩავიდა, რათა “ბარსას” ახალგაზრდულ აკადემიას შეერთებოდა. ასაკობრივი გუნდებისა და “ბარსა ბ”-ს გავლის შემდეგ, მისი დებიუტი პირველ გუნდში 2007/08 წლების სეზონში შედგა. ორი წლის შემდეგ, 2009 წლის ზაფხულში, მან პირველი გუნდის ფეხბურთელის სტატუსით კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

მისი გავლენა მყისიერი აღმოჩნდა. 2009/10 წლების ისტორიულ სეზონში პედრო გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში “ბარსელონას” მიერ ნათამაშებ ექვსივე ოფიციალურ ტურნირზე შეძლო გოლის გატანა: ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის სუპერ თასზე, ევროპის სუპერ თასსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

მისი კატალონიური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2011 წლის 28 მაისს დადგა. “უემბლიზე”, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ, პედრომ ანგარიში გახსნა და გუნდს 3-1 გამარჯვებისა და ევროპის მეოთხე ტიტულის მოპოვებისკენ გზა გაუკაფა. მან “ბარსელონასთან” ერთად აბსოლუტურად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ჩვენთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი 2015 წელს თბილისში გამართულ უეფას სუპერ თასის ფინალში “სევილიასთან” მატჩში (5-4) გატანილი გადამწყვეტი გოლია.

ბრწყინვალე კარიერა

2015 წლის ზაფხულში პედრომ ახალი ეტაპი დაიწყო და ლონდონის “ჩელსის” შეუერთდა, მოგვიანებით კი იტალიაში, “რომასა” და “ლაციოში” ასპარეზობდა. ახლა ის უდიდესი წარმატებებით სავსე თავგადასავალს ასრულებს. 17 წლის ბიჭი, რომელიც ერთ დროს ტენერიფედან ბარსელონაში ჩავიდა, პროფესიონალურ ფეხბურთს ტოვებს, როგორც “ბარსას” ისტორიის საუკეთესო ეპოქის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

გამოსამშვიდობებელი ღონისძიება Auditori 1899-ში

პედრო როდრიგესი კარიერის დასრულებას საზეიმო გამოსამშვიდობებელი ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც ამ პარასკევს, 9 ოქტომბერს, Auditori 1899-ში გაიმართება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 08 ოქტ 2026, 01:44
    #2

    წარმატებები ლეგენდავ, არასდროს დაგვავიწყდები!

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 07 ოქტ 2026, 21:40
    #1

    საუკეთესო 7 ნომერი ბარსას ისტორიაში❤️