workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუნდეს 90 წუთი და საფრანგეთის ქამბექი

კუნდეს 90 წუთი და საფრანგეთის ქამბექი

ტაბლოზე დაფიქსირებული გამანადგურებელი ანგარიშის მიუხედავად, საფრანგეთის ნაკრებისთვის ბელგიასთან დაპირისპირება (4-1) იოლ გასეირნებად ნამდვილად არ ქცეულა. “ბარსელონას” მცველმა ჟიულ კუნდემ კი მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა.

შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში ბელგიელებმა გახსნეს და მასპინძლები თამაშში გარდატეხის შეტანას დიდხანს ვერ ახერხებდნენ – ფრანგებმა წონასწორობა მხოლოდ 77-ე წუთზე აღადგინეს. სწორედ ამ მომენტიდან ჩაირთო დიდიე დეშამის გუნდის საგოლე მანქანა: მასპინძლებმა 14-წუთიან მონაკვეთში ოთხი ბურთის გატანა შეძლეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გაიფორმეს.

კუნდეს კარგი თამაში ჰქონდა – მან 4-დან ყველა ორთაბრძოლა მოიგო, 2-ჯერ ბურთი ჩაჭრა, 2-ჯერ მოიგერია, ერთხელ დაიბრუნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჟიულის პასები – 72 პასიდან 92% ზუსტი გამოდგა, ხოლო მეტოქის მესამედზე გაკეთებული 10 გადაცემიდან ადრესატამდე ყველა მივიდა.

ამ მოგების შემდეგ საფრანგეთმა სანაკრებო პაუზა 12 შესაძლებლობიდან 10 ქულით დაასრულა და ჯგუფში პოზიციები საგრძნობლად განიმტკიცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 06 ოქტ 2026, 10:26
    #2

    როგორ მოხდა არავინ გაიტრამვა. მარა მაინც აპასნია. ხწტაფესთან დავასვენებდი იამალს, კუბარსის…