workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდე ანჩელოტი: ბარსას ყურება მომწონს

დავიდე ანჩელოტი: ბარსას ყურება მომწონს

დავიდე ანჩელოტიმ, რომელიც მამასთან, კარლო ანჩელოტისთან ერთად “რეალ მადრიდის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და ამჟამად “ლილის” მთავარი მწვრთნელია, AS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსას” თამაშის ყურება მოსწონს.

“რა თქმა უნდა, მომწონს ‘ბარსას’ ყურება, როცა თამაშობს. თან ამ გუნდისგან ბევრი რამ გამომიცდია”, – თქვა ანჩელოტიმ, რითაც ირიბად იმ კლასიკოებზე მიუთითა, რომლებშიც “რეალ მადრიდის” სამწვრთნელო შტაბის წევრის რანგში მონაწილეობდა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, მას ვერტიკალური ფეხბურთი მოსწონს და ამჟამინდელი “ბარსელონას” თამაშშიც სწორედ ამ თვისებას გამოარჩევს.

“ვერტიკალური ფეხბურთი მომწონს და ამ მომენტში ‘ბარსა’ ძალიან ვერტიკალურად თამაშობს. მისი კონტროლი ძალიან რთული იყო. მომწონს რაფინიას ცხრიანის პოზიციაზე ყურება. მომწონს, როგორ იხსნება სივრცეში… მაგრამ როცა გყავს თავდამსხმელი, რომელიც სივრცეში გარბის, შემდეგ საჭიროა ნახევარმცველიც, რომელსაც მისთვის ბურთის იდეალურად მიწოდება შეუძლია”.

ანჩელოტიმ მაღალი პრესინგის სირთულეებზეც ისაუბრა.

“ცხადია, მაღალი პრესინგის თამაში ყოველთვის უფრო რთულია. დღეს თითქმის ყველა გუნდს შეუძლია ბურთის ძალიან კარგად ამოტანა და პრესინგისთვის მეტოქესთან რიცხობრივ თანაფარდობაში უნდა შეხვიდე. ამით დიდ რისკს იღებ, განსაკუთრებით სწრაფი ფეხბურთელების მქონე გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც შენს ზურგს უკან არსებულ სივრცეს იყენებენ.”

“მაღალი პრესინგისთვის საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო და მცველებს ენდობოდე, რადგან მათ ერთი ერთზე ტოვებ და უკანა ხაზში ორთაბრძოლები უნდა მოიგონ.”

დავიდე ანჩელოტის ასევე ჰკითხეს პეპ გვარდიოლას “ბარსელონას” გავლენაზე. მისი თქმით, იმ გუნდის წარმატების შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ბურთის ფლობაზე დაფუძნებული სტილის გამეორება სცადეს, თუმცა ყოველთვის წარმატებით არა.

“ეს ჩვენთან, იტალიაშიც მოხდა – ბურთის ფლობაზე დაფუძნებული ფეხბურთის განვითარება დაიწყეს. იგივე მოხდა გერმანიაშიც”.

ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ანჩელოტი საიმედო დაცვას მიიჩნევს.

“დღეს ტენდენციის შემქმნელი გუნდები დაცვის ფაზას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ზონურად იცავენ თავს თუ პერსონალურად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული გუნდები დაცვით ფაზას უფრო მეტად უვლიან, ვიდრე შეტევითს. ‘არსენალი’ და პსჟ სრულიად განსხვავებულად თამაშობენ, მაგრამ ორივეს ძალიან ძლიერი დაცვითი იდენტობა აქვს.”

ანჩელოტის თქმით, ბევრი ტოპგუნდი ერთი ერთზე დაცვის პრინციპს იყენებს.

“ბევრი ძლიერი გუნდი ერთი ერთზე იცავს თავს. ‘ბაიერნი’, პსჟ, ‘ბარსა’… ‘რეალ მადრიდიც’, როცა პრესინგზე გადადის. მიზეზი ისაა, რომ გინდა დომინანტი იყო და მეტოქეს ბურთთან ძალიან ცოტა დრო დაუტოვო.

“მაგრამ ისევ იმავე საკითხამდე მივდივართ – უკან გჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ბევრ ორთაბრძოლას მოიგებენ. მაგალითად, სალიბა და გაბრიელი ‘არსენალში’, მარკინიოსი და პაჩო პსჟ-ში… ამასთან, ‘არსენალი’ დაბალ ბლოკშიც ძალიან, ძალიან კარგად იცავს თავს. ამიტომ, ჩემთვის ბოლო ტენდენცია მარტივია – დაცვაში კარგად უნდა ითამაშო.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 03 ოქტ 2026, 21:11
    #3

    ბარსა ანრი მალხაზიანის ტრანსფერზე მუშაობსო და ვინ არის ვაბშე ეგ ბიჭი?

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 03 ოქტ 2026, 19:00
    #2

    რა ვერ მორჩა ეს ღლე სანაკრებოები