workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას განცხადება: არც გახსნა, არც ხელახლა გახსნა და არც განახლება

ბარსელონას განცხადება: არც გახსნა, არც ხელახლა გახსნა და არც განახლება

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" განმარტა, რომ უეფას "ნეგრეირას საქმეზე" ახალი წარმოება არ დაუწყია და გამოძიება 2023 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს. კლუბის ცნობით, "რეალ მადრიდის" მიერ მიწოდებული დოკუმენტები სწორედ არსებული გამოძიების ფარგლებში განიხილება.

უეფამ დღეს დაადასტურა, რომ “რეალ მადრიდისგან” მიიღო “ნეგრეირას საქმესთან” დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში “დოკუმენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა”. “ბარსელონა” ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კლუბის მთავარი განმარტებით, საქმე ახალ წარმოებას არ ეხება – გრძელდება ჯერ კიდევ 2023 წელს დაწყებული გამოძიება.

“უეფას საფეხბურთო კლუბ ბარსელონას წინააღმდეგ ახალი საქმე არ გაუხსნია”, – ნათქვამია განცხადებაში, რითაც კლუბი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

“საქმის წარმოება 2023 წელს დაიწყო, როდესაც ორი გამომძიებელი დაინიშნა. მას შემდეგ მათ ჩაატარეს ყველა ის მოქმედება, რომელიც საჭიროდ მიიჩნიეს. კლუბი ყოველთვის პასუხობდა მათ ყველა მოთხოვნას. საქმე ხელახლა არ გახსნილა, რადგან ის არასდროს დახურულა”, – აცხადებს “ბარსელონა”.

კატალონიური კლუბის განმარტებით, უეფას განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ორგანიზაციამ “რეალ მადრიდის” მიერ გაგზავნილი დოკუმენტები მიიღო და გამომძიებლები მათ უკვე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეაფასებენ.

კლუბი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უეფას ტექსტში ორჯერ არის საუბარი “მიმდინარე გამოძიებასა და განხილვაზე”.

“შესაბამისად, განცხადებაში საუბარი არ არის რომელიმე საქმის გახსნაზე, ხელახლა გახსნაზე ან განახლებაზე. ასევე, მასში არ არის მოცემული არანაირი შეფასება წარმოდგენილი დოკუმენტების შინაარსთან ან მნიშვნელობასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს “ბარსელონა”.

კლუბი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სწორედ გამომძიებლებმა უნდა გადაწყვიტონ, რა ნაბიჯები გადაიდგმება მიღებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.

“დღევანდელი მდგომარეობით, მათ “ბარსელონასთვის” ახალი მოთხოვნით არ მიუმართავთ და კლუბისთვის არც ‘რეალ მადრიდის’ საჩივარი გადაუგზავნიათ. როდესაც ეს მოხდება, კლუბი სათანადო პასუხს გასცემს, როგორც აქამდე აკეთებდა”, – წერია განცხადებაში.

“ბარსელონა” ასევე იხსენებს, რომ უეფას ეს გამოძიება დამოკიდებულია ესპანეთში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის შედეგებზე და მომავალშიც ასე იქნება.

კლუბის განცხადებით, გამოძიების დაწყების შემდეგ “ბარსელონა” ყოველ სეზონში შეუფერხებლად იღებდა უეფას ლიცენზიას და ორგანიზაციის ტურნირებში მონაწილეობას აგრძელებდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Nikolay
    Nikolay გულშემატკივარი
    schedule 01 ოქტ 2026, 21:42
    #4

    Ეს სამეფო დიშლები

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 01 ოქტ 2026, 21:39
    #3

    პერესი გიჟსა ჰგავს, მსაჯებით და უეფებით ლიგის თასები მოაქუჩა, მაგრამ ყველა ახალაზრდა და შემდგარი ვარსკვლავი მაინც ბარსაში თამაშზე ოცნებობს😂😂😂😂
    სიბერე გაუმწარდა ბებერ ქოცს😂😂😂😂😂😂

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 01 ოქტ 2026, 20:39
    #2

    რა ტყუილად იხევიან ნაკერზე 50 000 გვერდიანი სარჩელიო მართლა რა მაგრად უჭირთ და როგორ დაუჩოჩდა კრამიტი პერესს ბოლო წლებში, დაბერდა და გამოსლევდას ყველაზე კარგი მაგალითია ეგ კაცი, აღარც თავისი კლუბისთვის ვარგა დაჟე და ზოგადად ფეხბურთში თავის სექტასთან ერთად ხო საერთოდ ერთი დიდი კიბოა გამოჩენის დღიდან. ესპანური სამართლის სტრუქტურის კი დიდად არ მჯერა ისეთები მაქვს გაგონილი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მაგ სარჩელს უკან გაუკეთებენ ბალერინებს ასე მგონია🙂

  • SHOTEX_ERADZE1992
    SHOTEX_ERADZE1992 გულშემატკივარი
    schedule 01 ოქტ 2026, 20:26
    #1

    ჟოაო ფრლიქსს ბარსაში დაბრუნება უნდა