სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ “ბარსელონა” დატვირთულ კალენდარს დაუბრუნდება. ოქტომბერში ჰანსი ფლიკის გუნდს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი რთული მატჩი ელის.
ფეხბურთი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 10 ოქტომბერს დაბრუნდება, როდესაც “ბარსა” “ხეტაფეს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
კატალონიელები ლა ლიგაში ზედიზედ მერვე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. წარმატების შემთხვევაში ისინი კლუბის ისტორიაში ჩემპიონატის საუკეთესო სტარტს გაიმეორებენ.
ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი
ამის შემდეგ ფლიკის გუნდი რვადღიან მონაკვეთში ზედიზედ სამ გასვლით მატჩს ჩაატარებს – სტამბოლში, სევილიასა და პარიზში.
პირველი შეხვედრა 13 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაის” წინააღმდეგ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ოთხი დღის შემდეგ, 17 ოქტომბერს, “ბარსელონა” ლა ლიგაში “ბეტისს” ესტუმრება. “ლა კარტუხაზე” გასამართი შეხვედრის დასაწყისი 20:30 საათზეა დაგეგმილი.
მესამე ზედიზედ გასვლითი მატჩი კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება – 20 ოქტომბერს “ბარსა” პარიზში პსჟ-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.
კლასიკო და ალავესი თვის ბოლოს
ოქტომბერში “ბარსელონას” კიდევ ერთი დიდი მატჩი ელის. “რეალ მადრიდი” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 25 ოქტომბერს ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
თვის ბოლო შეხვედრაში “ბარსა” “ალავესს” უმასპინძლებს. მატჩის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
ამის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდება – 3 ნოემბერს “ბარსელონა” “ასტონ ვილას” უმასპინძლებს.
როტაციები უნდა აკეთოს ფლიკმა აუცილებლად, ძალიან სწორად მიყვება თავის დასახულ გეგმას და კარგად უფრთხილდება საკვანძო ფეხბურთელებს, ახლა მთავარია სანაკრებომ ჩაიაროს ბოლომდე მშვიდობიანად და მერე უნდა შებერონ, თუნდაც ხეტაფესთან აუცილებლად უნდა გადახალისდეს შემადგენლობა, რთული მეტოქეა ყოველთვის მარა ზედიზედ პარიზი და კლასიკო ძაან რთული ამბავია, ამიტომ ყველა მთავარი მოთამაშე გვჭირდება