ჟოაუ კანსელუმ სექტემბერში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გვაჩუქა. “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, “რასინგ სანტანდერის” წინააღმდეგ მის მიერ გატანილი გოლი ლა ლიგაში თვის საუკეთესო გოლად ოფიციალურად აღიარეს.
პორტუგალიელმა მცველმა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში შეხვედრის მე-8 წუთზე შექმნა: საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით მან ბურთი პირდაპირ ზედა კუთხეში, ხარიხის გავლით გადაგზავნა. მეტოქის მეკარე ხულენ აგირესაბალას ნახტომი უშედეგო აღმოჩნდა, ეპიზოდმა კი გულშემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა დაუტოვა.
ეს დარტყმა კანსელუს ძალისა და საოცარი სიზუსტის სრულყოფილი დემონსტრირება იყო, რამაც მას სრულიად დამსახურებულად მოუტანა სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდო.
ასე კარგი დარტყმა აქვს და ჯარიმებს რატო არ ასრულებს ისე? არ გვყავს ჯარიმების კარგი შემსრულებელი და ამან მაინც ცადოს იქნებდა აქვს მაგის ნიჭიც
მესი ტაშს დაუკრავდა, ეს კი მიღწევაა.