workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარიმ ადეიემი ნაკრებს გოლისა და მოგების გარეშე ტოვებს

კარიმ ადეიემი ნაკრებს გოლისა და მოგების გარეშე ტოვებს

bolt მოკლედ
კარიმ ადეიემიმ გერმანიის ნაკრებში სანაკრებო მატჩები დაასრულა და "ბარსელონაში" ბრუნდება. იურგენ კლოპის გუნდში ორჯერ სასტარტოში ყოფნისა და აქტიური თამაშის მიუხედავად, მან თავი გოლითა და გამარჯვებით ვერ გამოიჩინა.

ერიკ გარსიას გარდა, რომელმაც ესპანეთის ნაკრების შეკრება მარცხენა მუხლში გაჩენილი დისკომფორტისა და სიფრთხილის გამო დატოვა, “ბარსელონას” 17 საერთაშორისო ფეხბურთელიდან საკუთარ ეროვნულ გუნდში ასპარეზობა კარიმ ადეიემიმაც დაასრულა.

გერმანელი თავდამსხმელი, რომელიც იურგენ კლოპის რევოლუციურ 44-კაციან სიაში იმ პირველ 22 მოთამაშეს შორის მოხვდა, ვისაც ნიდერლანდებთან (ამსტერდამის “იოჰან კრუიფზე”, 1-1) და საბერძნეთთან (აუგსბურგის “WWK არენაზე”, 0-1) უნდა ეთამაშა, კატალონიურ კლუბს უბრუნდება. მას შეუძლია კმაყოფილი იყოს იმით, რომ ორივე შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და საკუთარი კლასი აჩვენა, თუმცა რჩება სიმწარეც – გოლისა და მოგების გარეშე დარჩენის გამო.

არადა, როგორც ნიდერლანდებთან (80 წუთი), ისე საბერძნეთთან ჩატარებულ 76 წუთში ადეიემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, თუმცა ორი რეალური შანსი ვერ გამოიყენა. “ბარსელონას” შემტევი, რომელიც 4-2-3-1 სქემაში მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა, გერმანელთა შორის ყველაზე ენერგიულად გამოიყურებოდა – ის ერთადერთი იყო, ვისაც შეტევის გამწვავება და გუნდის მონოტონური რიტმის შეცვლა შეეძლო. სწორედ მას ჰქონდა ორი ყველაზე რეალური მომენტი ბერძნული კედლის გასარღვევად. პირველი ეპიზოდი, პარადოქსულად, სტუმართა იშვიათ შეტევას მოჰყვა: გერმანიამ კუთხურის შემდეგ ბურთი ჩაჭრა, ადეიემიმ მთელი მოედანი სწრაფად გაირბინა, მეკარე ძოლაკისთან პირისპირ დარჩა, თუმცა ბურთი კარს გადააცილა.

მოგვიანებით მან ბერძენი კიპერის გამოცდა საჯარიმოს გარედან ძლიერი და ჩახვეული დარტყმით სცადა, მაგრამ ძოლაკისმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია, რითაც საბერძნეთს კარი მშრალად შეუნარჩუნა.

თავის მხრივ, ჟოაუ კანსელუმ პორტუგალიის ნაკრებში მეორე შეხვედრაც სასტარტოში ჩაატარა – კვლავ მარჯვენა მცველად და ისევ გამარჯვებით. ხუთშაბათს უელსთან მოპოვებული გამარჯვების (1-0) შემდეგ, მან ნორვეგიაში მოგებულ დაპირისპირებაშიც (1-2) მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 28 სექ 2026, 12:09
    #1

    ვერ გავიგე ანუ დანარჩენი 2 თამაში სკამიდან უნდა ყოფილიყო და დატოვა შეკრებვა თუ რა სირობა მოიგონეს ამხელა სანაკრებო პაუზა ხუიო ზნაეტ😏😃

    • 7ermin
      7ermin ახალბედა
      schedule 28 სექ 2026, 12:47
      #2

      მგონი კლოპმა ორი ნაკრები შექმნა. პირველი 22 კაცი და მეორე 22 კაცი. ალბათ დარჩენილ 2 თამაშს მეორე 22 კაცი ითამაშებს მთლიანად

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 28 სექ 2026, 15:31
      #3

      ვერც მე მივხვდი, მეგონა ამანაც ტრამვა მიიღო თქო.