workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაბრუნების გეგმა ფრენკი დე იონგისთვის

დაბრუნების გეგმა ფრენკი დე იონგისთვის

bolt მოკლედ
ფრენკი დე იონგი მუხლის ტრავმის მკურნალობის დასკვნით ეტაპზეა და ოქტომბრის დასაწყისში საერთო ჯგუფს შეუერთდება. თუმცა, "ბარსელონას" ურთულესი ოქტომბრის კალენდრის გამო, მისი მოედანზე დაბრუნება ელ კლასიკომდე ნაკლებად სავარაუდოა და რეალურ სამიზნედ პირველი ნოემბრის მატჩი "ალავესთან" განიხილება.

29 წლის ფრენკი დე იონგი მკურნალობის ფინალურ ეტაპზეა, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგის გაწყვეტის მოსაშუშებლად აირჩია. ფეხბურთელისა და ჰანსი ფლიკის გეგმის მიხედვით, ინდივიდუალური მუშაობის შემდეგ ნიდერლანდელის გუნდთან დაბრუნება ოქტომბრის პირველ კვირაში, სანაკრებო პაუზის დასრულებისთანავეა ნავარაუდევი.

თუმცა, იმ კვირაში თანაგუნდელებთან ერთად მუშაობის განახლება იმას არ ნიშნავს, რომ მისი თამაში გარდაუვალია. პირიქით – ლოგიკურია, რომ მას კიდევ ორი ან სამი კვირა დასჭირდება ოპტიმალური კონდიციების ასაკრეფად, სანამ ფლიკი ჩათვლის, რომ მოედანზე გასვლის დრო დადგა. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოულოდნელი დისკომფორტი ან რეციდივი არ იჩენს თავს.

რეალობა ისაა, რომ ურთულესი კალენდარი, რომელიც “ბარსელონას” ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის განახლების შემდეგ ელის, დე იონგის სწრაფ დაბრუნებას ხელს არ უწყობს. ნიდერლანდელს მინიმალური სათამაშო რიტმის აკრეფა მოუწევს, რათა გუნდს ფეხი აუწყოს, რომელიც მოტოციკლივით მიქრის და სადაც ფეხბურთელები მოედანზე “დაფრინავენ”. მეორე მხრივ, ფლიკის გუნდის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი მატჩების სერია დე იონგს თანაგუნდელებთან ერთად მაღალი ინტენსივობით სრულფასოვანი ვარჯიშის დიდ დროს არ უტოვებს.

ნახევარმცველის გეგმაა, 5 ოქტომბერს მუშაობა იმ ფეხბურთელებთან ერთად დაიწყოს, რომლებიც სანაკრებო შეკრებებზე არ წასულან: გაბრიელ ჟეზუსთან, ჟერარ მარტინთან, გავისთან, ალეხანდრო ბალდესთან, ვოიცეხ შჩესნისთან და ბრიან ფარინიასთან. სანაკრებო მოთამაშეები 8 ოქტომბერს დაბრუნდებიან, ასე რომ, ეს დღე შესაძლოა ფრენკისთვის დიდ ჯგუფთან ერთად პირველი სესია გახდეს. თუმცა სულ რაღაც ორ დღეში, შაბათს, 10 ოქტომბერს, “ბარსელონა” ჩემპიონატის განახლებისას “ხეტაფეს” მიიღებს. ეს დე იონგისთვის ზედმეტად ადრეა. იგივე სიტუაცია იქნება “გალათასარაისთან” მომდევნო შეხვედრაშიც: გუნდი თურქეთში ორშაბათს, 12 ოქტომბერს გაემგზავრება, მატჩი კი 13-ში გაიმართება.

ლოგიკურია, რომ ფრენკი ამ დღეებში ბარსელონაში დარჩეს და ინდივიდუალურად იმუშაოს. სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ, ის პარტნიორებთან ერთად ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს ივარჯიშებს, მაგრამ უკვე 17 ოქტომბერს მორიგი ურთულესი გასვლაა სევილიაში “ბეტისთან”. ჯგუფთან ერთად სამუშაოდ დროის უქონლობის ფონზე, ორშაბათს, 19 ოქტომბერს “ბარსა” პარიზში გაემგზავრება, სადაც მეორე დღეს პსჟ-ს დაუპირისპირდება. ლუის ენრიკეს გუნდთან რთული დუელის შემდეგ კი კატალონიელებს სეზონის პირველი “ელ კლასიკო” ელით “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს (თბილისის დროით 23:55 საათზე) ბარსელონაში გაიმართება.

ამ ვითარებაში ფლიკის სამწვრთნელო შტაბში მიაჩნიათ, რომ დე იონგისთვის ელ კლასიკომდე თამაში თითქმის გამორიცხულია. სხვა საკითხია, შეიყვანს თუ არა მწვრთნელი მას განაცხადში, მაგრამ მოედანზე გასვლა ნაკლებად რეალური ჩანს – თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ტრავმამ მისი იძულებითი ჩართვა არ მოითხოვა.

დაბრუნებისთვის გაცილებით რეალისტური ფანჯარა პირველი ნოემბრის მატჩში, “ალავესის” წინააღმდეგ გამოჩნდება, რადგან “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებასა და ვიტორიელებთან შეხვედრას შორის გუნდს თავისუფალი კვირა ექნება: არანაირი შუა კვირის მატჩი, რაც ნიდერლანდელს საშუალებას მისცემს, თანაგუნდელებთან ერთად ყოველდღიურად ივარჯიშოს ისე, რომ რიტმი მგზავრობებმა და აღდგენითმა პროცესებმა არ დაურღვიოს.

დე იონგი 16 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატზე დაშავდა. როდესაც ის ძირითად ჯგუფთან დაიწყებს მუშაობას, ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება მოუწევს, რათა ორთაბრძოლებისთვის საჭირო სიმყარე დაიბრუნოს. დასკვნა ერთია: მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი გვირაბის ბოლოს სინათლეს უკვე ხედავს, სათამაშო ფორმის სრულად აღსადგენად ჯერ კიდევ გრძელი და ინტენსიური გზა აქვს გასავლელი. მისი დაბრუნება, სავარაუდოდ, ტრავმის მიღებიდან ოთხზე მეტი თვის შემდეგ შედგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 27 სექ 2026, 17:46
    #6

    გაყიდონ ჯობია

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 27 სექ 2026, 14:11
    #3

    🚨 „ბარსელონა“ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში დაწინაურებას აპირებს. კატალონიელები ხელსაყრელ მომენტს ელიან — თუ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ სანქციები იმდენად მკაცრი აღმოჩნდება, რომ ნორვეგიელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტოს, „ბარსა“ რბოლაში ლიდერობას შეეცდება.

    მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, როდრი ჰოლანდთან დაკავშირებას და ყოფილი თანაგუნდელის „ბარსელონაში“ გადასვლაზე დაყოლიებას გეგმავს.

    (წყარო: El Nacional)

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 27 სექ 2026, 12:22
    #2

    🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆 მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა პროფესიონალური კლუბის სტატუსი დაკარგოს

    ▪️ ბენ ჯეიკობსის ცნობით, სიტის შესაძლოა ისეთი სანქცია დაეკისროს, რაც ინგლისის მე-5 დივიზიონში დაქვეითებას და, ამასთანავე, ინგლისის საფეხბურთო ლიგიდან (EFL) გარიცხვას გულისხმობს

    ▪️ ეს ყველაფერი იმ 114 ბრალდებას უკავშირდება, რომელთა წინაშეც კლუბი დგას

    ❌ ვითარება კიდევ უფრო უკიდურესია – თუ ეს მოხდა, პროფესიონალური კლუბის სტატუსის არქონის შემთხვევაში, სიტის ფეხბურთელების გაშვება მოუწევს
    ეს რაღაც ტყუილი მგონია და გადაიხდის სიტი მაყუთს უეფაში და მოაგვარებენ ასე ხნავდნენ ტვინს სამი წლის უკან მარა ჩემი ფეხები ეგრე თუ დადგა საკითხი გვარდიოლი და ჰალანდი წამოსაყვანია უეჭველი არცუნდა დაფიქრდნენ😁

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 27 სექ 2026, 14:17
      #4

      ჰალანდს ნათქვამი აქვს, რეალში სანამ მბაპე და ვინისიუსი თამაშობენ წასვლას აზრი არა აქვსო, იოშკო-ზე კი დიდი ხანია დეკუ მუშაობს სადღაც წავიკითხე.

      • AFRO
        AFRO ახალბედა
        schedule 27 სექ 2026, 14:44
        #5

        ჩემი აზრით შემდეგ სეზონში ჰალანდი აუცილებლად წავა სიტიდან, თუ ბარსამ ვერ დაითრია ასე მგონია ბაიერნში წავათქო არადა რა მაგრად გაასწორებს მაცივარა ბარსელონაში წელს ტრებლი რო დაგვადებია სასწაული ფინანსები გაჩნდება იქეთ არაუხოს გამოისყიდის ლივე 55 მილიონად და ვიღაცეენს გავყიდით კიდე და გვექნენა ჩვეულენრიბად მაგის ფული

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 27 სექ 2026, 12:16
    #1

    ათამაშონ ეს და მოაცილონ ზამთარში და გამოჩნდება მცველის ფულიც და სახელფასო ბიუჯეტიც გამითავსიფულდება ამის ქეთინოობამ დაღალა დარწმუნებული ვარ ბარსას 90%, რაც შეეხება როგორც უხარია გულს ღვერან ტორესის წასვლა მაგრამ მეორე ისაა ცუდი რო ესპანეთის ფანი როხარ კაცი და მაინც გიწევს ყურება🤯