workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგის პრევიუ: ბარსელონა – პარიზი

ჩემპიონთა ლიგის პრევიუ: ბარსელონა – პარიზი

bolt მოკლედ
ქალთა გუნდი უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონს ხუთშაბათს "პარიზის" წინააღმდეგ საშინაო მატჩით იწყებს.

მოქმედი ჩემპიონი ბრძოლაში ერთვება. “ბარსელონას” ქალთა გუნდი უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების თავგადასავალს დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ესტადი იოჰან კრუიფზე” “პარიზის” წინააღმდეგ მატჩით იწყებს.

პარიზულ გუნდს, რომელმაც გასულ სეზონში ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მერვედფინალამდე მიაღწია, შიდა ჩემპიონატში სამი ტური აქვს ჩატარებული და აქტივში ექვსი ქულა აქვს. პერე რომეუმ მეტოქე დაახასიათა როგორც “ფიზიკურად ძლიერი და პირდაპირი” გუნდი, რომლის სათამაშო სტილიც წლების განმავლობაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.

მხოლოდ ერთი ურთიერთშეხვედრა

“ბარსელონა” და “პარიზი” ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ, გასულ სეზონში შეხვდნენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში კატალონიელები “სტად ჟან ბუენს” ესტუმრნენ და გამარჯვება მოიპოვეს. 15 000-ზე მეტი მაყურებლის თვალწინ პერე რომეუს გუნდმა მეტოქეს 2-0 სძლია.

იმ შეხვედრაში, რომელიც გასული წლის 17 დეკემბერს გაიმართა, “ბარსას” რიგებში გოლები ვიკი ლოპესმა და კაროლინ გრემ ჰანსენმა გაიტანეს. პირველ ტაიმში “პარიზმა” მეტოქის ტემპს ფეხი აუწყო, თუმცა შესვენების შემდეგ კატალონიელებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლოთ.

ტიტულის დაცვა

ახლა ტიტულის დაცვის დროა. “ბარსელონა” ეცდება, ქალთა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეხუთედ მოიგოს. ევა პაიორმა, რომელმაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა, პირდაპირ განაცხადა:

“ჩვენი მიზანი ვარშავაში მოხვედრაა.”

სწორედ პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება მიმდინარე სეზონის ფინალი.

საკადრო ვითარებას რაც შეეხება, ბარძაყის ტრავმების გამო ვიკი ლოპესი და კიკა ნაზარეთი გუნდს ვერ დაეხმარებიან, თუმცა ირენე პარედესი სრულად გამოჯანმრთელდა და სამედიცინო შტაბისგან მწვანე შუქი მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 23 სექ 2026, 23:11
    #2

    სენსაცია. მე-5 წუთზე გაგვიტანეს.😢
    ყურება მინდა, მაგრამ liveBall დაბლოკილია და არ მიხსნის.

    • me da barca
      me da barca ლეგენდა
      schedule 24 სექ 2026, 00:53
      #3

      პირატული საიტი რომაა ეტყობა დაბლოკეს. შეხვალ, მაგრამ თამაშებს არ ხსნის. ფლეშსქორივით მარტო ანგარიშები წერია.
      5:2 მოიგეს

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 23 სექ 2026, 22:55
    #1

    არსენალს მინდა გადაეყარონ და გაძუკნონ. ვერ მომინელებია შარშან ფინალი რომ მოგვიგეს ანტიფეხბურთის წყალობით.
    ბარსას მოგებას აქვს 1.02 კუში, წაგებას 41.00