workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: კრისტენსენს რამდენიმე კვირა გაუცდება

ოფიციალურად: კრისტენსენს რამდენიმე კვირა გაუცდება

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" ანდრეას კრისტენსენის ტრავმის შესახებ ოფიციალური სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა. დანიელ მცველს მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის დაზიანება დაუდასტურდა, რის გამოც ის რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

ანდრეას კრისტენსენთან დაკავშირებით ცუდი ამბავი დადასტურდა. “სევილიასთან” მატჩში მიღებული დაზიანებისა და ნაადრევი შეცვლის შემდეგ, 30 წლის დანიელმა მცველმა კვირას სამედიცინო შემოწმება გაიარა. ტესტებმა აჩვენა, რომ მას მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის სწორი კუნთის დაზიანება აქვს.

“ბარსელონამ” ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, თუმცა გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები არ დაუკონკრეტებია:

“ის მომდევნო კვირების განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება, მისი დაბრუნების თარიღი კი რეაბილიტაციის პროცესზე იქნება დამოკიდებული.”

კრისტენსენზე ამ ტრავმამ მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა – “რამონ სანჩეს-პისხუანის” სათადარიგოთა სკამზე ის ცრემლებს ვერ იკავებდა. დანიელს ტრავმების რთული ისტორია აქვს, რაც “ბარსელონაში” სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მიღებაში ხელს მუდმივად უშლის. მიმდინარე სეზონში ის ჰანსი ფლიკის ტაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა ეს მორიგი უიღბლობა მას გარკვეული დროით კვლავ ჩამოაშორებს მოედანს. სევილიაში გამარჯვების შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე უკვე აღნიშნა, რომ კრისტენსენი რამდენიმე კვირას გამოტოვებდა, კვირას ჩატარებულმა შემოწმებამ კი პრობლემის ხასიათი საბოლოოდ დაადასტურა.

მიუხედავად იმედგაცრუებისა, ეს დაზიანება იმდენად მძიმე არ არის, რამდენიც მისი წინა ტრავმები იყო. გასულ სეზონში მას მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის ნაწილობრივი გაწყვეტის გამო თითქმის ექვსი თვე გაუცდა, ხოლო იმის წინა სეზონში მარცხენა აქილევსის მყესის ტენდინოპათიამ ხუთი თვით ჩამოაშორა თამაშს.

კრისტენსენი ამ სანაკრებო პაუზის დროს დანიის ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ის ბარსელონაში დარჩება და სარეაბილიტაციო კურსს დაუყოვნებლივ დაიწყებს. მისი მთავარი მიზანი იმ მაღალი სათამაშო ფორმის დაბრუნება იქნება, რაც სეზონის სტარტზე აჩვენა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 20 სექ 2026, 23:56
    #2

    10 ოქტომბრამდე 3 კვირაა ! აღდგენის პროცესი თუ კარგად წავიდა ნელ ნელა დაიტვირთება და კლასიკომდე (25 ოქტომბერი) სრული დატვირთვით ითამაშებს მითუმეტეს არ ყოფილა სერიოზული ტრავმა

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 20 სექ 2026, 23:29
    #1

    ამაზე უიღბლო ფეხბურთელის შუბა დავხიე აი დარწმუნებული ვარ ტრამვები რომ არა ძირითადში ძალიან ბევრს ითამაშებდა მარა თავს ზევით ძალა არ არის სადღაც სანაკრებო პაუზაც დაეხმარება ფეხზე დადგომაში და ალბათ მომდევნო თამაშს გამოტოვებს დალშე კლასიკომდე და ჩემპიოთა ლიგამდე იმედია მოასწრებს დაბრუნებას..