ალვეში ახალი კონტრაქტის ნებისმიერ პირობებზე თანახმაა
“ბარსელონას” ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანი ალვესი არ ღელავს იმაზე, რომ კლუბს ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია მისთვის ახალი კონტრაქტი, გადმოგვცემს footballpress.net. შეგახსენებთ, რომ ალვეშის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2012 წლის ზაფხულში გადის.
“ამჟამად კონტრაქტის გაგრძელებაზე არ ვფიქრობ. მე მზად ვარ “ბარსელონასთან” ნებისმიერი სახის კონტრაქს მოვაწერო ხელი”, – განაცხადა ალვეშმა.
ჩავი: “ბარსელონა” კვლავ პრიმერის მთავარი ფავორიტია
“ჩვენ პრიმერა დივიზიონის მოქმედი ჩემპიონები ვართ, ამიტომ ახალ სეზონშიც ფავორიტი “ბარსელონაა”. “რეალმა” ბოლო დროს დიდი თანხა დახარჯა, რადგან საუკეთესოს ტიტულის დაბრუნება სურთ, მაგრამ ჩვენ ფავორიტის სტატუსში ბრწყინვალედ ვგრძნობთ თავს. ეს კარგი გამოწვევაა. “ბარსელონას” შემადგენლობა არც ისე დიდია, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი მზად არის მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინოს”, – განაცხადა ჩავიმ.
“ბარსელონა” ბუსკეტსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში სერხიო ბუსკეტსისათვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, იტყობინება FootballPress.
ესპანელი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2013 წელს გადის. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბუსკეტსის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.


