“ეს ჩვენი საუკეთესო დღე არ ყოფილა”, – სინანულით დაიწყო პრესკონფერენცია “სპოტიფაი კამპ ნოუს” დარბაზში სანტანდერის “რასინგის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტო ლოპესმა. კანტაბრიელთა თავკაცმა თავისი გუნდის დაცვითი სისუსტეები გააკრიტიკა, “ბარსელონას” დონე შეაქო, თუმცა სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის ფლიკის გუნდს გარკვეული საფიქრალიც დაუტოვა.
“ცოტა უფრო მაღალ დონეზე კონკურენცია დაგვაკლდა. დაცვაში მეტოქეს საქმე თავად გავუადვილეთ: სამი პენალტი და ორი გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმით. არ შეიძლება შვიდი ბურთი გაუშვა, ამდენი კუთხური მიიღო… ზედმეტად რბილები ვიყავით. შეტევაში კი ძალიან ცოტა მომენტი გვქონდა, როდესაც საკუთარ თავს ვგავდით.
ვიცოდით, რომ ეს გასვლა უმძიმესი იქნებოდა. ეს იყო დღე, როდესაც სტომატოლოგთან გიწევს მისვლა და ის ტკივილს გაყენებს. მსაჯის მიერ დამატებულ ოთხ წუთსაც კი აპროტესტებდნენ – ჩვენი ბოლომდე განადგურება, მიწასთან გასწორება უნდოდათ. ‘ბარსელონამ’ ბურთის დაკარგვისთანავე უმაღლესი დონის პრესინგი შემოგვთავაზა და სწორედ ამ მომენტიდან უბრალოდ გაგვანადგურა.”
სტუმართა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში რადიკალურ როტაციაზეც (რვა ცვლილება) გააკეთა აქცენტი და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო:
“მთავარი და აბსოლუტური პასუხისმგებელი მე ვარ. შემადგენლობაში რვა ცვლილება იმიტომ განვახორციელე, რომ მეგონა, გუნდი ბრძოლას შეძლებდა. ეს ვერ მოვახერხეთ. გადატვირთული გრაფიკის ფონზე მსურდა მათთვის მიმეცა შანსი, ვისაც ნაკლები წუთი ჰქონდა. უმთავრესი დამნაშავე მე ვარ – გეგმამ, რაც გვქონდა, აბსოლუტურად არ გაამართლა.”
ხოსე ალბერტომ აღნიშნა, თუ როგორ მომენტალურად რეაგირებდა “ბლაუგრანა” მეტოქის ნებისმიერ გაბრძოლებაზე:
“ისეთი განცდა მქონდა, რომ როგორც კი ანგარიშში სხვაობის შემცირებას ვცდილობდით, მაშინვე გაზის პედალს აჭერდნენ და უპირატესობას ზრდიდნენ. ‘ბარსელონა’ თავდაჯერების არაჩვეულებრივ პიკშია, თითოეულ შეცდომაზე სასტიკად გსჯის. მათი შეჩერება უკიდურესად რთულია.”
ბოლოს კი კანტაბრიელთა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკის გუნდს ერთგვარი გამოწვევა დაუტოვა:
“ვნახოთ, გაუძლებენ თუ არა ამ გიჟურ ტემპს მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები დაიწყება და გადაბმულად, კვირაში სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ.”
რაც შეეხება ბოლო გამოწვევას, რომ უჩლს გადამწყვეტ ფაზაში შეძლებენ თუ არაა ესე გაგრძელებას , ვუოასუხებდი, რომ ფლიკს სოღრმე ჭირდებოდა და მიიღო კიდეც, იმ მწირი რესურსით რაც შეძლო გასულ 2 სეზონში იყო უსასწაულესი რამ, აგერ დონ ხოსე მოურინიო ნელ ნელა უნდა გავნვითარდეთო იძახის, ნქბიჯ ნაბიჯო და ფლიკმა პირველივე სეზონში გაგვაგიჟა, რა შემადგენლობით ნახევარი გუნდი კასტილით თამაშობდა, ასე რომ ბაბუა ფლიკმა იცის რასაც აკეთებს იანვარშიც შეიძლება ტრანსფერები მხოლოდ სიღრმისთვის…
გაუკვირდა რაააა გაუკვირდა რააა 😂