ჟორჟე მენდეშთან გამართული ვახშმის შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იმ ადამიანთა რიგებს შეუერთდა, რომლებიც “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ლამინ იამალს ღიად უჭერენ მხარს. Jijantes-თან საუბარში კლუბის ხელმძღვანელმა 19 წლის შემტევი იმ კრიტიკისგან დაიცვა, რაც მის მიერ საკუთარი თავის ფავორიტად დასახელებას მოჰყვა.
“აღფრთოვანებული ვიქნებოდი, თუ ლამინი ‘ოქროს ბურთს’ მოიგებდა, და მიმაჩნია, რომ ის ამას იმსახურებს. კამპანიას სხვებიც ეწევიან.”
ბარსელონელთა პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე რეალობა შეიცვალა და ახალგაზრდა თაობა გაცილებით თავისუფალი და თავდაჯერებულია:
“სამყარო ცოტათი შეიცვალა: ეს ახალგაზრდები კომპლექსების გარეშე არიან. მას თანდაყოლილი მომხიბვლელობა აქვს და ეს ყველაფერი ისეთი ტონით თქვა, რომ სწორად და კარგ კონტექსტში უნდა გავიგოთ.”
ლაპორტამ ლამინ იამალის არგუმენტებიც შეახსენა საზოგადოებას:
“მან თქვა, რომ არის ორი მოთამაშე, რომლებსაც საუკეთესოდ მიიჩნევს, ერთ-ერთი თავადაა და რომ მან მეტი დამსახურება დააგროვა. არ დაგვავიწყდეს, რომ ‘ოქროს ბურთი’ მთელი სეზონის დამსახურებებს აფასებს. ლამინს კი, ინდივიდუალური ტალანტის გარდა, გუნდური მიღწევებიც უმაგრებს ზურგს – მან მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი.”
რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, თითქოს მან საკუთარი თავის პიარი დაიწყო, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა:
“მაშინ ვერ ვხედავ ხოლმე ასეთ კრიტიკას, როდესაც კამპანიას სხვა ფეხბურთელები ეწევიან. ისინი ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდობა კი ძალიან შეიცვალა. მათ არანაირი კომპლექსი არ აქვთ და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც წარმატებას ასე ადრეულ ასაკში აღწევენ. მათ აქვთ ტალანტი და გამოცდილება, რათა უმაღლეს დონეზე იყვნენ, ლამინი კი ნამდვილი ეტალონია.”
წესით ქულები მაქსიმალურად დაგროვდება ლალიგაში ეხლა რასინგია მერე სევილია გასვლაზე თუმცა არამგონია 4:1 წავაგოთ მაშინდელივით მერეა ცოტა რთული კალენდარი გალა გასვლა ბეტისი გასვლა პსჟ გასვლა და მერე კლასიკო რამხელა ძალები დაგვჭირდება ამიტომ სევილიასთან და ბეტისთან არუნდა შეაკლან თავი 2 ბურთიანი სხვაობაზეც თანახმა ვიქნებოდი მაგ 2 მატში მერე კი შედარებით მარტივად მიდის ატლეტიკოა ერთი და ვილიარეალი სახლში ეგეც წყალწაღებულს გავს წელს