workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი: მეორე ტაიმში ვიწვალეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ

ჰანსი ფლიკი: მეორე ტაიმში ვიწვალეთ, მაგრამ კმაყოფილი ვარ

“ლევანტესთან” გასვლაზე მოპოვებული 4-2 გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გუნდის გარჯა შეაჯამა. გერმანელმა სპეციალისტმა შედეგი და მოპოვებული სამი ქულა დადებითად შეაფასა, თუმცა არ დამალა, რომ შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდს გარკვეული პრობლემები შეექმნა.

“შესანიშნავი დასაწყისი გვქონდა, თუმცა მეორე ტაიმში ცოტა ვიწვალეთ. როდესაც ანგარიში 3-0 გახდა, თამაში უკეთ უნდა გაგვეკონტროლებინა. ‘ლევანტე’ საკუთარ მოედანზე თამაშობდა და ძალიან კარგად იასპარეზა. ამასთან, მოედნის საფარიც არ იყო საუკეთესო მდგომარეობაში – ისეთ კონდიციაში ნამდვილად არ იყო, როგორშიც უნდა ყოფილიყო.”

პასუხისმგებლობა პირველ გაშვებულ გოლზე

ფლიკმა პირველ გაშვებულ გოლზე პასუხისმგებლობა პირდაპირ საკუთარ თავზე აიღო და განმარტა, რომ ჩავი ესპარტის შეცვლა დაგვიანდა:

“პირველი გოლი, რომელიც გავუშვით, ჩემი ბრალი იყო. შეცვლის გაკეთება გვინდოდა, ესპარტმა თავადაც გვთხოვა, მაგრამ მოცდა გადავწყვიტეთ. თუმცა კმაყოფილი ვარ – გავიმარჯვეთ და თამაში ძალიან მაგრად დავიწყეთ. ასევე მხედველობაში უნდა გვქონდეს მომდევნო შეხვედრებიც: ოთხშაბათს და შემდეგ კვირას, კვლავ გასვლაზე.”

მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ რთული მომენტების გადალახვა გუნდს აძლიერებს:

“მარტივი არ ყოფილა, თუმცა გარედან მარტივი ჩანდა. საბოლოო ჯამში, ბრძოლა და წვალება გვიწევს – არის სიტუაციები, სადაც ბევრად უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ასეთ მომენტებში გადარჩენა და შედეგის შენარჩუნებაც პროგრესის ნაწილია.

შესვენებაზე მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ იყო და ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი. ‘ლევანტეს’ საკუთარ მოედანზე ბოლო რვა შეხვედრა არ წაეგო. მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ჩვენი მიზანია გარკვეული დეტალების გამოსწორება, მათ შორის პოზიციურად და პასების სიზუსტეში. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურად.”

პენალტის შემსრულებელი, ადეიემის გოლი და გორდონი

იმის შესახებ, თუ რატომ შეასრულა პენალტი ლამინ იამალმა, ფლიკმა განმარტა, რომ სტანდარტულ სიტუაციებს გუნდში დელა (ასისტენტი) კურირებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მოთამაშეები იღებენ:

“მოთამაშეები თავად წყვეტენ – ის ურტყამს, ვინც იმ მომენტში თავს საუკეთესოდ გრძნობს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო მიდგომაა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და პენალტის დარტყმა ყველას შეუძლია.”

გერმანელმა სპეციალისტმა კარიმ ადეიემის ბრწყინვალე გოლიც შეაქო:

“ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როდესაც ის სრულად კონცენტრირებულია, ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას მრავალი წელია ვიცნობ და კარგად ვიცი, რა შეუძლია მოგვცეს. განსაკუთრებით მეოთხე გოლის ეპიზოდში ითამაშა საოცრად – სწორედ ეს მინდა მისგან ვნახო. ზედმეტი მოდუნება და ეიფორია გამორიცხულია, ის ყოველთვის კონცენტრირებული უნდა იყოს.”

ენტონი გორდონზე საუბრისას კი ფლიკმა დასძინა:

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ბურთის შენარჩუნებას ახერხებს, თუმცა ის თავდამსხმელია და გოლების გატანაც აუცილებელია. კმაყოფილი ვარ და ვაფასებ იმას, რასაც ის გუნდს აძლევს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 14 სექ 2026, 19:52

    ადეიემი კარგი ტეხნარია. მაგ ფასში კარგი შენაძენია.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 სექ 2026, 18:14

    მე მეგონა ეს იტყოდა გასაშოლტები არიან, ბოლოსკენ დაიკიდესო, მაგრამ პირიქით შეაქო. მახსოვს პირველ სეზონში დედას აგინებდა ყველას ვინც ვარჯიშზე აგვიანებდა ძირითადში არ აყენებდა და ეხლა რა მოხდა გული მოულბეს თუ შეეჩვია ყველას და წვრილმანებზე აღარ ამახვილებს ყურადღებას.

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 14 სექ 2026, 10:12

    არაუშავს მთავარია დაცვა გააძლიერონ ზამთარში ფრენკი რომ დაბრუნდება კიდე ნახევარ დაცვაში გამოიღვიძებენ დანარჩენები მარა ვინ უნდ გაუშვან ზამთარში მაინც ვერ ვხვდები 😀 კაი ის ნახევარ მცველი როა 4 ნომერი რო აიღო გაუშვებენ იჯარით მერე ალბათ ლოვაკოვიჩი წავა 6 თვიანი იჯარით?

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    schedule 14 სექ 2026, 02:37

    💙❤️💙ჩვენი მხეცები

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 14 სექ 2026, 00:57

    საწყალი ბავშვი (ესპარტი) ეტყობა რაღაც დისკომფორტი იგრძნო და შეცვლაც მაგიტომ მოითხოვა აბა ეხლა გიჟი ხომ არ არის ძირითადში დააყენეს და თამაშის შანსი მისცეს არ ყოფილა ის გაშვებული გოლიც მაგის ბრალი

  • dshvelidze
    dshvelidze ლეგენდა
    schedule 14 სექ 2026, 00:43

    ლიგა გვაჩუქე ფლიკ

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 14 სექ 2026, 00:31

    ფლიკის ბარსა ამ მესამე სეზონში უფრო გამოჩნდა, გოლებს უეჭველად გავუშვებთ ხოლმე უბრალოდ ორს თუ გაგვიტანენ ჩვენ 4-5 გავუტანთ წელს ეგ შესრულებადია ეტყობა, ორი ფუნდი გვყავს სკამი ისეთი ძლიერია

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 14 სექ 2026, 09:18

      დაცვა ერთი გუნდისაც არ გვყავს და ლიგაზე ეგრე არ მოხდება, ძლიერ გუნდებს სულ 4-5 გოლს ვერ გაუტან

      • Pet27Ree
        Pet27Ree ახალბედა
        schedule 14 სექ 2026, 11:51

        ცაცია მცველია საჭირო და კუნდე თუ ზამთრამდე ვერ ჩადგა ფორმაში მაშინ პედრო პორო კაი იქნებოდა.

  • gbafbdfbcvbcvb
    gbafbdfbcvbcvb გულშემატკივარი
    schedule 13 სექ 2026, 23:42

    კუნდე და ბალდე გაყიდეთ და ცენტრაულური მცველი და პედრო პორო დაითრიერთ

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 13 სექ 2026, 22:31

    მაგარი ხარ ფლიკ მაგრამ პრაგმატული ფეხბურთი უბრალოდ არ იცი აი ეს განსხვავება შენდა ლუჩოს შორის ✌🏻

    • cruyff9
      cruyff9 ლეგენდა
      schedule 13 სექ 2026, 23:37

      არარსებობს საკითხი რო ამ კაცმა არიცოდეს,,აბსოლიტური გენიოსია❤️❤️❤️სულ რო ვერაფერი მოიგოს კიდე სამუდამო კონტრაქტს გავუფორმებდი მაინც,იყოს იქამდე სანამ თვითონ უნდა