workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესამე ფორმის დებიუტი ლევანტესთან შედგება

მესამე ფორმის დებიუტი ლევანტესთან შედგება

calendar_month მატჩის დრო: 13 სექტემბერი, 18:15
bolt მოკლედ
"ბარსელონა" კვირას, ლა ლიგის მე-5 ტურში "ლევანტესთან" გასვლით შეხვედრაში 2026/27 წლების სეზონის მესამე ფორმას ოფიციალურად მოირგებს. 90-იანი წლების რეტრო სტილით შთაგონებული ფირუზისფერი კომპლექტი გუნდმა ვარჯიშზე უკვე გამოსცადა.

“ბარსელონამ” დღეს პირველად ივარჯიშა 2026/27 წლების სეზონის მესამე ეკიპირების კოლექციის ფირუზისფერი სავარჯიშო ფორმით, რომლის მორგებაც გუნდმა წინასასეზონო შეკრებაზე ვერ მოასწრო. ჰანსი ფლიკის შეგირდები ამ ახალი ფორმით ოფიციალურ დებიუტს კვირას, 13 სექტემბერს “ლევანტეს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში აღნიშნავენ.

“ბარსელონას” მესამე ფორმა რეტრო დიზაინით გამოირჩევა, რომელიც 90-იანი წლების შუა პერიოდითაა შთაგონებული და კლუბის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ესთეტიკას აცოცხლებს. მაისურის თითოეულ მხარეს ე.წ. „frost green“ (ყინულოვანი მწვანე) და „cactus dust“ (კაქტუსისფერი) ტონალობები დომინირებს, რომლებსაც ცენტრში ზიგზაგისებური ხაზი ჰყოფს Spotify-ის ლოგოთი.

ვინაიდან “ლევანტეც” ლურჯ-ბროწეულისფერ ფერებში ასპარეზობს, “ბარსელონა” იძულებულია საკუთარი ტრადიციული ფერები შეცვალოს. თუმცა, მსგავსი ტონები კლუბის გარდერობისთვის უცხო სულაც არ არის: ფირუზისფერი ლურჯი “ბარსელონას” ისტორიაში სათადარიგო თუ მესამე ფორმებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფერია.

კატალონიელებმა ეს ფერები პირველად შორეულ 1985/86 წლების სეზონში გამოიყენეს, როდესაც კომპლექტი ბრენდმა Meyba-მ შექმნა. მას შემდეგ კლუბმა ფირუზისფერი ტონალობა 21 სეზონში მოირგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი