workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის კომენტარი ფეიენორდთან მატჩის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ფეიენორდთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურში როტერდამის “ფეიენორდის” დიდი ანგარიშით დამარცხების (5-1) შემდეგ, ჰანსი ფლიკმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის გარჯა შეაფასა. გერმანელი თავკაცი ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი დარჩა, თუმცა თავისი ჩვეული მომთხოვნელობით აღნიშნა, რომ მოსამატებელი კომპონენტები კვლავ არსებობს.

“ლამინი განსაკუთრებულია, რაფინია სიაში უნდა ყოფილიყო”

ფლიკმა განსაკუთრებით გამოარჩია ლამინ იამალი და რაფინია, რომლებმაც შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს:

“გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ძალიან მიხარია რაფინიასა და ლამინ იამალის გამო. ლამინს, როგორც კაპიტანს, ეს გოლი ძალიან წაადგება.

იმსახურებს თუ არა ის ‘ოქროს ბურთს’? რა თქმა უნდა! ის ჩემი ფეხბურთელია, განსაკუთრებული და ბრწყინვალე მოთამაშე. ის ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებს. რაც შეეხება რაფინიას, მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და წესით, ‘ოქროს ბურთის’ ნომინანტთა სიაში ისიც უნდა ყოფილიყო, თუმცა ამას ჩვენ ვერ შევცვლით.”

ხარისხი შემადგენლობაში და საჯარიმო დარტყმა

მწვრთნელმა ხაზი გაუსვა გუნდის სიღრმესა და ტაქტიკურ ვარიაციებს:

“გუნდში უმაღლესი ხარისხია, თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენცია გვაქვს. ცვლილებებს ვახორციელებთ, გუნდი კი თავისი სათამაშო იდეის ერთგული რჩება. შეგვიძლია თამაში ნებისმიერ სიტუაციას მოვარგოთ: როცა გარდამავალ ფაზაში სისწრაფე გვჭირდება, ან როცა ბურთის კონტროლია საჭირო.

მომწონს ის, რასაც ვხედავ, თუმცა არის ასპექტები, სადაც მომატება გვმართებს. ვარჯიშებზე სწორედ ამას ვაკეთებთ – ვაანალიზებთ შეცდომებს, რათა კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ. პირდაპირი საჯარიმო დარტყმითაც გავიტანეთ და ეს უბრალოდ ზღაპრული იყო.”

გუნდური შრომა და გართობა მოედანზე

ჟურნალისტების კითხვაზე “რეალ მადრიდის” მატჩთან განსხვავების შესახებ, ფლიკმა მხოლოდ საკუთარ გუნდზე ისურვა საუბარი:

“ძალიან მიხარია, რომ შემიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, როგორ ვერთობით და ვიღებთ სიამოვნებას მოედანზე. მე ‘ბარსელონას’ მწვრთნელი ვარ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. საწყის ხუთ შეხვედრაში უამრავი გოლი გავიტანეთ, თანაც ვთამაშობთ როგორც ერთი გუნდი და ვაკონტროლებთ თამაშს. ეს არის სტილი, რომელიც გვსურს, და ვფიქრობ, ხალხი ამით დიდ სიამოვნებას იღებს.

სეზონის დასაწყისია, მაისამდე ჯერ ძალიან დიდი დროა, მაგრამ გუნდს მართლაც შესანიშნავი პირი უჩანს – ძალიან კარგად ვვარჯიშობთ და ყველას უდიდესი მადა აქვს.”

გერმანელმა სპეციალისტმა პრესინგსა და ბურთის დაბრუნების ფაზაზეც ისაუბრა:

“ბურთის დაბრუნება ცოტა უფრო გაგვიჭირდა, რადგან ‘ფეიენორდი’ ძალიან კარგი გუნდია და ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი დონეა. ‘ვალენსიასთან’ მატჩის შემდეგ სეზონის საუკეთესო ვარჯიში ჩავატარეთ და სწორედ ამის ნახვა მსურს მუდმივად. ბარსელონაში ყოფნა ჩემთვის ოცნებაზე მეტია.”

ფლიკმა ბოლოს თავი აარიდა “ბარსელონას” მიმდინარე შემადგენლობის შედარებას თავის ყოფილ, ტრიპლეტის მომგებ მიუნხენის “ბაიერნთან” და აღნიშნა, რომ ახლა მთელი ყურადღება გუნდური მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწაზეა მიმართული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 10 სექ 2026, 13:47
    #2

    ისე რა უყვართ ამ ჟურნალისტებს რეალზე და ვიღაცეებზე კითხვების დასმა, სულ ინტრიგას ეძებენ მიჩვეული არიან მოურინიოს მსგავსი მწრთვნელებისან თავის მართლების და მეტოქეების აგრეთვე მსაჯების ლანძღვას რაც კარგად ეყიდებათ, მითუმეტეს სკანდალური სათაურების მოგონებას და გატირაჟებას.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 10 სექ 2026, 13:01
    #1

    ხოდა იმედია წელს ტრიპლეტი დაიდება ამის დიდი იმედი მაქვს დაჟე მე4 სუპერთასი რადგან რეალის მორიგი უტიტულო სეზონი გამოვა👌😄😄